17-წლამდელების სპარინგები ყაზახეთის ნაკრებთან
13 და 15 თებერვალს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ორ ტესტ-მატჩს გამართავს ყაზახეთის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებთან.
ყაზახები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში არიან და შეკრებას გადიან. როგორც იცით, ყაზახეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ყოველწლიურად გვაქვს ამხანაგური მატჩები სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე.
13 თებერვალს, ამხანაგური მატჩი „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართება და დღის 13:00 საათზე დაიწყება. რადგან ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები თავის გუნდებთან ერთად შეკრებებზე არიან, ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ამ ორ მატჩს ნაკრების კანდიდატების გასასინჯად და მათზე დასაკვირვებლად გამოიყენებს.
მეორე მატჩს აკობიას გუნდი 15 თებერვალს, ისევ „ბენდელას“ სტადიონზე ჩაატარებს. ეს მატჩიც დღის 13:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური