WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (154456) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 13, 2014

“ჩელსის” მოულოდნელი ფრის მიუხედავად, “არსენალმა” ლიდერობის დაბრუნება ვერ შესძლო. მეთოფეებმა ქულები “მანჩესტერთან” დაკარგეს. 

 

ძველი ნაცნობების შეხვედრა

სამშაბათს “ჩელსი” “ვესტ ბრომვიჩს” ესტუმრა. მასპინძელთა ესპანელი მწვრთნელი პეპე მელი ჟოზე მოურინიოს ესპანური პრიმერადან კარგად იცნობს. ესპანელი სპეციალისტი გასულ სეზონში “ბეტისს” თავკაცობდა და მოურინიოს 5 ქულაც კი წაართვა. როგორც ჩანს, მელი მოუ დამწუხრებას ინგლისშიც აგრძელებს.

“ნიუკასლთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ყველას ეგონა რომ “ჩელსი” “ვესტ ბრომვიჩსათ” იოლად გაუმკლავდებოდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე არისტოკრატებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. საჯარიმოში ჩასულმა ცენტრალურმა მცველებმა, ლუისმა და ივანოვიჩმა კი საგოლე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც სერბის ზუსტი დარტყმით დასრულდა.
ყველაფერი მოურინიოს გუნდის მორიგ გამარჯვებისკენ მიდიოთა, თუმცა 87-ე წუთზე, მასპინძელთა გამოცდილმა ფორვარდმა ვიქტორ ანიჩებემ “ვესტ ბრომვიჩს” ქულა მოუტანა.

 

ჯერარდის სამი ქულა 

“არსენალთან” ჩატარებული სუპერ-მატჩის შემდეგ, “ლივერპული” ლონდონში გაემგზავრა, სადაც პრემიერლიგის ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერ, “ფულემს” დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ბრენდან როჯერსის გუნდს, გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ, თუმცა მათ ეს პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დააბრალონ და არა მასპინძლების კარგ თამაშს.

პირველი გოლი მატჩში “ლივერპულის” ფეხბურთელებმა გაიტნას, თუმცა საკუთარ კარში. თავი კოლო ტურემ გამოიჩინა, რომელიც ბოლო დროს ხშირად უშვებს საბედისწერო შეცდომებს. რომ არა, ტურეს უხეში შეცდომა “ვესტ ბრომვიჩთან” ჩატარებულ შეხვედრაში, ახლა ლიდერებთან ჩამორჩენა სულ რაღაც 1 ქულა იქნებოდა. ასევე დაცვის უხეს შეცდომას მოჰყვა “ფულემის” მეორე გოლი, რომელიც რიჩარდსონმა გაიტანა. პირველ შემთხვევაში ანგარიში სტარიჯმა გაათანაბრა, რომელსაც სტივ ჯერარდმა მოედნის ცენტრიდან იდეალური გადაცემა გაუკეთა, ხოლო მეორედ წონასწორობის აღდგენა ფილიპე კოუტინიომ მოახერხა. ბრაზილიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა.
მატჩის ბედი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში გადაწყდა. საჯარიმო მოედანზე შეჭრილი სტარიჯი თამაშის წესების დარღვევით საშა რიტერტმა შეაჩერა. 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კი, რა თქმა უნდა სტივენ ჯერარდმა შეასრულა და საკუთარ გუნდს მორიგი 3 ქულა მოუპოვა.

 

გვალვა “ემირეითზე”

“ჩელსის” გაუთვალისწინებელი ფრე “არსენალს” კვლავ გალიდერების შანსს აძლევდა, თუმცა ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ვენგერის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.

მატჩის პირველ 20 წუთში რობინ ვან პერსის, რომელიც “არსენლაის” ფანებმა თბილად ნამდვილად არ მიიღეს, ანგარიშის გახსნა სამჯერ შეეძლო.
მასპინძელთა მომენტებიდან აღსანიშნავია როსიცკის დარტყმა, რომელიც დე ხეამ მოიგერია.

შეხვედრის მთავარი გმირი კი ლონდონელთა კიპერი გახდა. შჩესნი 79-ე წუთზე მატჩის ყველაზე რეალური მომენტის მთავარი გმირი გახდა. პოლონელმა ვან პერსის ურთულესი დარტყმის მოგერიება მოასწრო, რომელსაც ასისტენტობა უეინ რუნიმ გაუწია.
კიდევ საკითხვია, რომელმა გუნდმა დაკარგა და რომელმა მოიპოვა ქულა ამ მატჩში.

11/02/14

კარდიფი 0-0 ასტონ ვილა

ჰალ სიტი 0-1 საუთჰემპტონი 

გოლი: ხოსე ფონტე 69′

ვესტ ჰემი 2-0 ნორვიჩი 

გოლები: კოლინსი 84′ ; დიამე 90′

 

12/02/14

ვესტ ბრომვიჩი 1-1 ჩელსი 

გოლები: ივანოვიჩი 45′ (0:1); ანიჩებე 87′ (1:1)

არსენალი 0-0 მანჩესტერ იუნაიტედი

სტოკ სიტი 1-1 სუონსი

გოლები: კრაუჩი 17′ (1:0); ჩიკო 52′ (1:1)

ევერტონი – კრისტალ პელასი

გადაიდო

მანჩესტერ სიტი – სანდერლენდი

გადაიდო

ნიუკასლი 0-4 ტოტენჰემი

გოლები: ადებაიორი 19′ ; პაულინიო 53′ ; ადებაიორი 82′ ; ჩადლი 88′ 

 

13/02/14

ფულემი 2-3 ლივერპული

გოლები: ტურე 8′ (ს.კ. 1:0); სტარიჯი 41′ (1:1); რიჩარდსონი 63′ (2:1); ფილიპე კოუტინიო 72′ (2:2); ჯერარდი 90′ (2:3)

 



მსგავსი სიახლეები