“ზესტაფონი” “ჩერნომორეცს” შეხვდა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ქართული გუნდის მოწინააღმდეგე უკაინული “ჩერნომორეცი” გახლდათ. შეგახსენებთ, “ჩერნომორეცს” თბილისის “დინამოც” შეხვდა, თუმცა ის შეხვედრა სკანდალის გამო ჩაიშალა.
შეხვედრა ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი ჰქონდათ საბანაძეს, ტატანაშვილს და გეწაძემ, მაგრამ ოდესელთა მეკარე დამაჯერებლად თამაშობდა. გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.
მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო, თუმცა გოლი უკრაინელებმა გაიტანეს. 55-ე წუთზე თავი ლორენცო რიერამ გამოიჩინა.
ამის შემდეგ “ზესტაფონის” ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ უკრაინელთა მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა (თედ. გრიგალაშვილი, 75), გურული, შარიქაძე (აჯურუ, 75), კუხიანიძე, გეწაძე (ჭანკოტაძე, 64), დოლიძე (ფანცულაია, 56), საბანაძე, ტატანაშვილი (ჭანტურიშვილი, 61).