სანაძის “სან დიეგო” “სეინტ მერისთანაც” დამარცხდა
დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსის” მორიგი მარცხი. ამჯერად სანდიეგოელებმა “სეინტ მერისთან” ვერ შეძლეს გამარჯვება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს უკანასკნელი “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში ლიდერთა შორის – მესამე ადგილზეა.
შეხვედრა კალიფორნიაში, “სეინტ მერის” დარბაზში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით – 69:57 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ სანაძის გუნდმა პირველ წრეში ამ გუნდს შინ 61:43 მოუგო. ქართველმა უკანახაზელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა. სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი დენის კრამერმა აჩვენა, რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. “სეინტ მერის” კი ჯეიმს ვოლკერმა ულიდერა 21 ქულით.
მომდევნო მატჩს “სან დიეგო” სტუმრად, “პასიფიკთან”, 15 თებერვალს გამართავს.
gbf.ge