ბუნდესლიგის პრევიუ
სათასო ბატალიების შემდეგ გერმანული კლუბები ბუნდესლიგას უბრუნდებიან. ცენტრალური ლევერკუზენში გასამართი დაპირისპირება გახდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი “ბაიერი” და “შალკე” დაუპირისპირდებიან.
ბაიერნი – ფრაიბურგი
მიუნხენელები “არსენალთან” მატჩის წინ საკუთად მოედანზე “ფრაიბურგს” მიიღებენ. გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. შუა კვირაში “ბაიერნმა” თასის გათამაშების ფარგლებში “ჰამბურგი” გაანადგურა. გვარდიოლას შეგირდებმამ ჩრდილოელებს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.
ბუნებრივია, ახლა “ბაიერნში” ყველა ლონდონელებთან შეხვედრაზე ფიქრობს, მაგრამ გულშემატკივარი ყველა მატჩში გამარჯვებას ელის და რა თქმა უნდა არც “ფრაიბურგთან” შეხვედრა იქნება გამონაკლისი.
სხვათა შორის, ფრაიბურგი მეორე გუნდია მიმდინარე სეზონში, რომელთანაც “ბაიერნმა” ქულები დაკარგა. პირველ წრეში შტრაიხის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწიეს რეკორდმაისტერთან.
ბორუსია – აინტრახტი
ეს გუნდები ერთმანეთს ორი დღის წინ, გერმანიის თასზე დაუპირისპირდნენ. ობამეიანგის გოლის წყალობით გამარჯვებასთან ერთად კლოპის შეგირდებმა ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს. წლის დასაწყისში “აუგსბურგთან” გაუთვალისწინებელი ფრის შემდეგ, დორტმუნდელები ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდებიან, თუმცა იდეალურისგან ჯერ კიდევ შორს არიან. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დორტმუნდელებმა უკანასკნელ ოთხ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. ფრანქფუტელები კი პირიქით, ქულებს ძირითადად საშინაო მატჩებში აგროვებენ.
ბაიერი – შალკე
სპეციალისტები ლევერკუზენში გასამართ მატჩი “შალკეს” გამარჯვებას ვარაუდობენ. გელზენკირხენელები ბოლო დროს “ფარმაცეფტებზე” კარგად გამოიყურებიან, რომლებსაც უკვე სამშაბათს “პსჟ”-სთან აქვთ სათამაშო. ბუნდესლიგაში 2014 წელს ასპროცენტიანი მაჩვენებელი მხოლოდ “ბაიერნს” (რაც არავის უკვირს) და “შალკეს” აქვთ. რაც, პირველ რიგში დაცვაში კარგი თამაშის დამსახურებაა. გელზენკირხენული კლუბის მთავარი პრობელმა – ტრავმებია. ჰიოვედესი, უჩიდა და ნოიშტედტერი ლევერკუზენში ვერ ითამაშებენ.
ლევერკუზენელებმა ფრაიბურგში განცდილი მარცხის შემდეგ ორი გამარჯვება კი მოიპოვებს, მაგრამ “ბაიერის” თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. თანაც, “ფარმაცეფტები” გერმანიის თასიდანაც გამოვარდნენ, სადაც “კაიზერსლაუტერნთან” საკუთარ მოედანზე, კომპენსირებულ დროში დამარცხდნენ. ბუნდესლიგის გარდა, ლევერკუზენელებს ჩემპიონთა ლიგაშიც საკმაოდ რთული დაპირისპირება ელით.
14/02/14
მაინცი – ჰანოვერი
15/02/14
ბორუსია – აინტრახტი
ბაიერნი – ფრაიბურგი
ვერდერი – გლადბახი
ჰოფენჰაიმი – შტუტგარტი
ბრაუნშვაიგი – ჰამბურგი
ლევერკუზენი – შალკე
16/02/14
აუგსბურგი – ნიურნბერგი
ჰერტა – ვოლფსბურგი