სერია A – პრევიუ
სერია A-ს მორიგი ტური დღეს აიღებს სტარტს. 24-ე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა მილანში გაიმართება.
მილანი – ბოლონია
ტურის პირველი მატჩი მილანში შედგება, სადაც კლარენს ზეედორფის გუნდი “ბოლონიას” მიიღებს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, გასულ ტურში იტალიის ჩემპიონატჩი პირველი მატჩი წააგო, თანაც პრინციპულ მეტოქესთან. ნეაპოლში წაგებული შეხვედრის შემდეგ, “მილანის” მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და გუნდი სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. მოახლოებულ მატჩი, მეტოქიდან გამომდინარე “მილანს” მოგების კარგი შანსი აქვს. “ბოლონია” გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერია და მხოლოდ გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით შესძლო სახიფათო ზონიდან ამოსვლა.
იუვენტუსი – კიევო
“იუვე” ზედიზედ მეორე ხვდება ვერონულ გუნდს. გასულ ტურში, “ვერონასთან” სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, კვირას ტურინელები საკუთარ მოედანზე “კიევოს” მიიღებენ. თანაქალაქელებისგან განხვავებით, “იუვენტუსის” მომდევნო მეტოქე გადარჩენისთვის იბრძვის და სავარაუდოდ გათამაშების მთავარ ფავორიტს წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევს. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ “იუვენტუსს” საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი შედეგი აქვს, რომლის გაგრძელებას კონტეს შეგირდები ვერონელებთან აუცილებლად შეეცდებიაბ.
ფიორენტინა – ინტერი
ტურის ცენტრალური მატჩი იტალიაში შაბათს გაიმართება. ფლორენციანში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მსურველი, მაგრამ ევროპის ლიგის ზონაში მყოფი “ფიორენტინა” და “ინტერი” დაუპირისპირდებიან.
გასულ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ფლორენციელებმა საკუთარ მოედანზე “ატალანტას” სძლიეს (2:0), ხოლო “ინტერმა” “სასუოლოს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრა ხვალ 23:45 საათზე დაიწყება და მას 41 წლის ანტონიო დამატა განსჯის.
14/02/14
მილანი – ბოლონია
15/02/14
ფიორენტინა – ინტერი
16/02/14
კატანია – ლაციო
იუვენტუსი – კიევო
კალიარი – ლივორნო
სასუოლო – ნაპოლი
ატალანტა – პარმა
ჯენოა – უდინეზე
რომა – სამპდორია
17/02/14
ვერონა – ტორინო