რუსთავმა ქუთაისში 1 ქულით იმარჯვა
20-წლამდელთა ჩემპიონატის ძალინ დაძაბულ მატჩს უმასპინძლა ქუთაისმა, სადაც სათამაშოდ რუსთავი ჩავიდა და დამატებით დროში – 83:82 დაამარცხამეტოქე. მატჩის ბედი ოვერტაიმის ბოლო წამებზე გადწყდა. ქუთაისლებმა ძირითად დროში სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს,თუმცა რუსთაველები არ გატყდნენ და უდიდესი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
პირველი მეოთხედის შემდეგ სტუმრები 24:15 იგებდნენ, დიდი შესვენებისთვის კი ქვემოქართველები 44:30 დაწინაურდნენ. დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა თამაში კი გამოასწორეს, მაგრამ მომდევნო ათწუთეულში ჩამორჩენის მხოლოდ 4 ქულით შემცირება მოახერხეს.
ბოლო ათწუთეული ქუთაისელებმა მძლავრად ჩაატარეს, უჩა გამრეკლიძის წინამძღოლობით ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა სტუმრებს ბოლო წუთებზე გამარჯვების მაინც რეალური შანსი ჰქონდათ. ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ქვემოქართლელები 70:66 იგებდნენ, თუმცა ლადო ფურცხვანიძისა და გამრეკლიძის ქულებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 69:70 დასრულებამდე 32 წამით ადრე.
ქუთაისლებმა საპასუხო შეტევა ვერ გამოიყენეს, თუმცა ნუგზარ ტაბაღუამ მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და თავისიანებს ხელახალი შეტევის შანსი აჩუქა. მასპინძლები დაჯარიმდნენ და დავით ბარამიძემ საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო – 71:69. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა გათანაბრება მოახერხეს – ირაკლი მაცაბერიძემ ზუსტი ორქულიანით 71:71 დააფიქსირა.
დამატებით დროში თანაბარი ბრძლა გაჩაღდა. ხან ერთი გუნდი დაწინაურდა, ხან – მეორე. საბოლოოდ, რუსთაველები ტაბაღუას საჯარიმოების წყალობით 81:79 დაწინაურდნენ. დასრულებამდე 4 წამით ადრე ქუთაისელი უჩა გამრეკლიძე საჯარიმოს ხაზზე დადგა, თუმცა მხოლოდ 1 ბურთის ჩაგდება მოახერხა და რუსთაველებმა გამარჯვება გაინაღდეს.
რუსთაველებში 22 ქულით ბომბარდირი გიორგი დვალი გახდა, ლევან ურიდიამ 20 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ტაბაღუას ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა. ქუთისელმა უჩა გამრეკლიძემ შეხვედრა 28 ქულითა და 15 მოხსნა დააგროვა, ლევან გრძელიძის ანგარიშზე 18 ქულაა, ლადო ფურცხვანიძემ კი 14-14 ქულა-მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კობა კირთაძე(,,ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ, დავმარცხდით. ეს, პირველ რიგში, იმის ბრალია, რომ ბიჭები უპასუხისმგებლოდ მიუდგნენ ამ შეხვედრას და დარწმუნებულები იყვნენ, რომ იოლად მოიგებდნენ. ბოლოს გამოასწორეს თამაში და მოინდომეს, თუმცა უკვე გვიან იყო.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის” მწვრთნელი): პირველ რიგში, მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და თავდადადებისთვის, ბოლო წუთებამდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. შეცდომები გვქონდა, თუმცა, კარგი თამაში იყო და კმაყოფილები ვართ.