ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბაიერნის” და “დორტმუნდის” შთამბეჭდავი გამარჯვებები და მწვრთნელის გარეშე დარჩენილი “ჰამბურგი” ბუნდესლიგის 21-ე ტურის მიმოხილვაში.
უკანასკნელი გასტროლი
ბერტ ვან მარვეიკმა “ჰამბურგში” მუშაობა გათამაშების ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ გუნდთან მარცხით დაასრულა. საერთო ჯამში ჰოლანდიელმა ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 მატჩი ჩაატარა. თავიდან მისმა მოსვლას “ჰამბურგში” გარკვეული განახლებაც მიიტანა, თუმცა მოგვიანებით გუნდი მორიგ კრიზისში მოხვდა. “ჰამბურგი” “ბრაუნშვაიგთან” მოგების შემთხვევაში მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმას მიაყენებდა, თვითნ კი სახიფათო ზონიდან გამოვიდოდა. ჰამბურგელების შანსებს ლასოგას დაბრუნებაც ზრდიდა. არსანიშნავია, რომ ანგარიში სწორედ ლასოგამ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმიდან ბრაუნშვაიგის გადარჩენა კუმბელამ ითავა. კონგოელმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, “ბრაუნშვაიგმა” კი საბოლოო ჯამში 4-2 გაიმარჯვა და გადარჩენისთვის ბრძოლაში დარჩა.
ორი ბომბარდირი
დორტმუნდის “ბორუსიიდან” ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდიდის წოდებაზე ერთბაშად ორი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. მათი მტავარი ოპონენტი კი ადრიან რამოსია, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულში ასევე დორტმუნდელი გახდება.
“აინტრახტის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა იურგენ კლოპის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიუხედავად საკადრო პრობელმებისა, “ბორუსიამ” დამახასიათებელი სწრაფი შეტევებით ითამაშა. თუმცა, დორტმუნდელებს საქმე მეტოქეთა მწვრთნელმაც გაუადვილა. არმინა ფემ რბილად რომ ვთქვათ უცნაური სასტარტო შემადგენლობის გარდა, საკმაოდ გაუგებარი ტაქტიკაც აირჩია, რაც ბუნებრივია კრახით დასრულდა.
ასევე აღსანიშნავია “ბორუსიას” დებიუტანტის, მილოშ იოიჩის გოლი, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშემ მოედანზე შესვლიდან ზუსტად 12 წამში გაიტანა.
დამაჯერებელი ლიდერი
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგაში უკვე მომდევნო კვირიდან ჩაებმეა, შესაბამისად პეპ გვარდიოლამ რამოდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. ძირითადში გამოჩნდნენ ალბა, ბოატენგი, გიოტცე, მანჯუკიჩი და ტიაგო. როტაციამ უმტკივნეულოდ ჩაიარა და “ბაიერნის” მეტოქეს, რომელიც გასულ ტურში “ფრაიბურგი” გახლდათ, შანსი არც ამ შემადგენლობასთან ჰქონია.
მიუხენელებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს. თავი დანტემ, შაქირიმ (დუბლი) და პიზარომ გამოიჩინეს.
14/02/14
მაინცი 2-0 ჰანოვერი
გოლები: მაილი 51′ ; ჩუპო-მოტინგი 90′
15/02/14
ბორუსია 4-0 აინტრახტი
გოლები: ობამეიანგი 10′ ; 21′ ; ლევანდოვსკი 47′ ; იოიჩი 68′
ბაიერნი 4-0 ფრაიბურგი
გოლები: დანტე 19′ ; შაქირი 34′ ; 41′ ; პიზარო 88′
ვერდერი 1-1 გლადბახი
გოლები: რაფაელი 6′ (0:1); ობრანიაკი 88′ (1:1)
ჰოფენჰაიმი 4-1 შტუტგარტი
გოლები: შიპლოკი 12′ (1:0); ვოლანდი 49′ (2:0); შიპლოკი 66′ (3:0); რიუდიგერი 78′ (3:1); რობერტო ფირმინიო 90′ (4:1)
ბრაუნშვაიგი 4-2 ჰამბურგი
გოლები: ლასოგა 23′ (0:1); კუმბელა 51′ (1:1); კუმბელა 61′ (2:1); ილიჩევიჩი 76′ (2:2); კუმბელა 85′ (3:2); ჰოჩშეიდტი 90′ (4:2)
ლევერკუზენი 1-2 შალკე
გოლები: გორეცკა 28′ (0:1); სანტანა 66′ (ს.კ. 1:1); ჰუნტელაარი 74′ (1:2)
16/02/14
აუგსბურგი 0-1 ნიურნბერგი
გოლი: დრმიჩი 65′
ჰერტა 1-2 ვოლფსბურგი
გოლები: სკიელბრედი 21′ (1:0); კნოჩე 58′ (1:1); კალიგიური 78′ (1:2)