სერია A – მიმოხილვა
კონტეს პასუხი კაპელოს, “რომას” გამარჯვება “სამპდორიასთან” და “ნაპოლის” დამაჯერებელი მატჩი სასუოლოში იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მიმოხილვაში.
კონტეს საიუბილეო
“კიევოსთან” გამართული მატჩი ანტონიო კონტესთვის მეასეი იყო “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ასეთ დღეს წაგება, თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ნამდვილად არ იქნებოდა ლამაზი საქციელი ტურინული კლუბის ფეხბურთელების მხრიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასულ ტურში “იუვენტუსის” მოთამაშეებმა ვერონაში წარუმატებელი თამაშით 44 წლის სპეციალისტი გაანაწყენეს.
კონტემ “კიევოსთან” როტაციას მიმართა, რის შედეგადაც ტევესი და პოგბა სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. თუმცა, “იუვემ” მათ გარეშეც იოლად მოახერხა მატჩის ბედის გადაწყვეტა. ასამოას და მარკიზიოს გოლებით მასპინძლები პირველი ტაიმიშ შემდეგ 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საბოლოო 3:1 დააფისქირეს.
ეს ჩვეულებრივი მატჩი სკანდალური მისი დასრულების შემდეგ გახდა. კონტემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაპელოს კრიტიკას საკმაოდ უხეშად უპასუხა. ფაბიომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ “იუვენტუსმა” ჩემპიონობა გათამაშების დაბალი დონის გამო მოიგო.
“მომავალ წელს ვთხოვ, რომ “იუვენტუსი” პრემიერლიგაში ათამაშონ. კაპელოს განცადება არაკორექტული იყო. მე არ მახსოვს მისი თამაშის სტილი, თუმცა ის კარგად მახსოვს, რომ კაპელოს პერიოდში მოპოვებული ორი სკუდეტო კლუბს წაართვეს. ჯობია მან რუსეთის ნაკრებზე და მოახლოებულუ მუნდიალზე იფიქროს. “იუვენტუსის” საქმეს კი, მე გადავწყვეტ” – განაცხადა კონტემ.
“რომამ” დამაჯერებლად მოიგო
თასზე გამართული მძიმე დაპირისპირების შემდეგ, რომლის შედეგადაც “რომა” ფინალის და გულშემატკივრების გარეშე დარჩა (რომას ფანები ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს), “მგლებმა” მაინც შესძლეს და “სამპდორია” შესანიშნავ სტილში დაამარცხეს.
აღნიშნულ შეხვედრაში მატია დესტრო გამოირჩეოდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ერთი გოლი კი პიანიჩის ანაგიშზეა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთ ეპიზოდში მსაჯს რომაელთა კარის მიმართულებით პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა არბიტრმა ბენატიას ხელით თამაში ვერ შენიშნა.
საბოლოოდ რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და “იუვენტუსთან” სხვაობა შეინარჩუნეს. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე “მგლები” ტურინელებს 9 ქულით ჩამორჩებიან.
გასვლითი გამარჯვება სასუოლოში
წარმატებული სათაშო მატჩიშ შემდეგ ბენიტესის გუნდი სასუოლოში ტრავმირებული სუნიგას, მესტოს და რევეიერას გარეშე გაემგზავრნენ. ასევე “ნაპოლის” დისკვალიფიკაციის გამო ჟორჟინიო, ინლერი და კალიეხონი ვერ ეხმარებოდნენ. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული საკადრო პრობლემებისა, ბენიტესის შეგირდებმა ლორენცო ინსინიეს და ჯემაილის გოლებით 2:0 გაიმარჯვეს.
14/02/14
მილანი 1-0 ბოლონია
გოლი: ბალოტელი 86′
15/02/14
ფიორენტინა 1-2 ინტერი
გოლები: პალასიო 34′ (0:1); კუარდადო 47′ (1:1); იკარდი 65′ (1:2)
16/02/14
კატანია 3-1 ლაციო
გოლები: იზკო 1′ (1:0); მაური 45′ (1:1); სპოლი 48′ (2:1); პარუცი 58′ (3:1)
იუვენტუსი 3-1 კიევო
გოლები: ასამოა 17′ (1:0); მარკიზიო 29′ (2:0); კაცერესი 51′ (ს.კ. 2:1); ლიორენტე 58′ (3:1)
კალიარი 1-2 ლივორნო
გოლები: ემერსონი 44′ (0:1); პაულინიო 54′ (0:2); ნენე 64′ (1:2)
სასუოლო 0-2 ნაპოლი
გოლები: ჯემაილი 37′ ; ინსინიე 55′
ატალანტა 0-4 პარმა
გოლები: მოლინარო 9′ (0:1); ბენალუანი 74′ (ს.კ. 0:2); კასანო 77′ (0:3); შელოტო 90′ (0:4)
ჯენოა 3-3 უდინეზე
გოლები: ბასტა 35′ (0:1); ბრუნო ფერნანდესი 40′ (0:2); კონატე 45′ (1:2); მურიელი 48′ (1:3); ჯილარდინო 69′ ; 79′ (3:3)
რომა 3-0 სამპდორია
გოლები: დესტრო 44′ ; პიანიჩი 54′ ; დესტრო 57′
17/02/14
ვერონა 1-3 ტორინო
გოლები: ტონი 36′ (1:0); იმობილე 49′ (1:1); კერჩი 53′ (1:2); ელ კადური 61′ (1:3).