ისტორიული მოვლენა – რივალდომ შვილთან ერთად ითამაშა
ისტორიული მოვლენა მოხდა ბრაზილიაში. სან პაულუს შტატის ჩემპიონატის მორიგ ტურში 41 წლის რივალდომ და მისმა 18 წლის შვილმა რივალდინიომ ერთად ითამაშეს “მოჟი-მირინის” შემადგენლობაში.
აღნიშნული კლუბი რივალდოს ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური გუნდი იყო. საინტერესოა, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ვეტერანი ახლა “მოჟი-მირინის” მოთამაშეც და პრეზიდენტიც არის.