ჩემპიონთა ლიგის მეორე დღე
“არსენალი” “ბაიერნს” მიიღებს, ხოლო “ატლეტიკო” “მილანს” ესტუმრება – ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართება.
1/8 ფინალის პირველ ორ წყვილში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს: “პსჟ”-ს უკვე თავისუფლად შეუძია შემდეგ ეტაპზე ფიქრი, ხოლო “ბარსელონას” საპასუხო მატჩის წინ კარგი ფორა აქვს. დღეს, გუშინდელის მსგავსად, ფავორიტებად სტუმრები ითვლებიან. “არსენალს” ნამდვილად დასამტკიცებელი აქვს, რომ საუკეთესო გუნდად აღიარებულ “ბაიერთან” ბრძოლა შეუძია, “მილანს” კი საკმაოდ რთული პერიოდი უდგას და პრიმერას ერთ-ერთი ლიდერის, “ატლეტიკოს” მასპინძობა უწევს.
ვენგერს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს. შესაძოა ფრანგს საფირმო, შემტევ თამაშზე უარის თქმა მოუწიოს. “ბაიერნთან” გახსნილი თამაში ძალიან სახიფათოა. მეორე პრობლემა, რა თქმა უნდა ფეხბურთელთა კლასია. მიუხნენელები უბრალოდ უკეთსად არიან დაკომლექტებულები. შესაბამისად, ვენგერმა სავარაუდოდ დღევანდელი შეხვედრისთვის საგანგებო ტაქტიკა შეარჩია, რომელზეც ძალიან ბევრი იფიქრა.
გასულ წელს “ბაიერნმა” ლონდონში ადვილად დაამარცხა “არსენალი”. მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ვენგერის გუნდი პრემიერლიგაში მხოლოდ მეოთხე პოზიციისთვის იბრძოდა. წელს კი, მეთოფეები ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან, რაც მათ საგრძნობ პროგრესზე მეტყველებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ “არსენალს” მიმდინარე სეზონში ჩავარდნებიც ახასიათებს. თუნდაც “ლივერპულთან” და “სიტისთან” ჩაგდებული მატჩები რად ღირს. სეზონის პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ვეღარ ბრწყინავს მესუთ ოზილი. დღევენდელი მატჩის, შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს ვენგერის გუნდისთვის. მოგების შემთხვევაში “არსენალს” მეორე სუნთქვა გაეხსნება, წაგებას კი შესაძლოა დიდი დეპრესია მოჰყვეს…
“ბაიერნს” მთავარი მტერი კი, ბუნდესლიგაში დაბალი კონკურენციაა. შიდა ასპარეზე, მიუნხენელები ცალი ფეხით იგებენ ყველა შეხვედრას და შესაძლოა “არსენალთანაც” მოედანზე მოშვებულები გამოვიდნენ. ამის დაშვება გვარდიოლამ უნდა გამორიცხოს.
“მილანისა” და “ატლეტიკოს” მატჩში ფრთხილ დასაწყისს უნდა ველოდოთ, თუმცა ერთ შეცდომას შეიძლება თავბრუდამხვევი ეფექტი მოჰყვეს.”ატლეტიკო” ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული გუნდია. “მილანი” კი აქცენტს ინდივიდუალისტებზე აკეთებს. ზეედორფის მოსვლის შემდეგ, მილანელებმა სტაბილურობას მაინც ვერ მიაღწიეს.
“ატლეტიკო” ამ სეზონის მიმდინარეობისას უკეთეს ფორმაშიც ყოფილა. გასულ ტურამდე, სიმეონეს გუნდს სამმატჩიანი წაგებების სერია ჰქონდა, რომელიც “ვალიადოლიდთან” შეწყდა. მადრიდელებმა მეტოქეს საქმე პირველ 5 წუთში მოუმთავრეს, დარჩენილ დროში კი მაქსიმალურად ზოგავდნენ ძალებს. სიმეონე ხვდება, რომ მილანში საკმაოდ მძიმე ბრძლა ელის და კატეგორიულად უარყოფს სპეციალისტების მიერ ფავორიტად “ატლეტიკოს” დასახელებას.