ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ჟურნალი წარადგინა
დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი, ყოველთვიური ჟურნალის – “NUMBER ONE” – პრეზენტაცია.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს სოციალური პროექტია და ჟურნალი გაყიდვაში არ იქნება. ახალი ნომრები საფეხბურთო კლუბებს, გულშემატკივრებს და საფეხბურთო სკოლებს უსასყიდლოდ დაურიგდებათ.
პრიორიტეტული იქნება ქართული ფეხბურთი და ფეხბურთის ფედერაციის ახალი და მიმდინარე პროექტები. ჟურნალის მიზანია, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.