ბუნდესლიგის პრევიუ
“ბაიერნის” ვიზიტი ჰანოვერში, სლომკას დებიუტი ჰამბურგში და ტურის ცენრი “ფოლცვაგენ პარკზე”. გთავაზობთ ბუნდესლიგის მორიგი ტურის პრევიუს.
ჰამბურგი – დორტმუნდი
ჰამბურგის გადასარჩენად მოსული მირკო სლომკა სადებიუტო შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება. სლომკამ სახელი “ჰანოვერსა” და “შალკეში” გაითქვა, სადაც “ბორუსია” მისთვის ყოველთვის პრინციპულ მეტოქედ ითვლებოდა.
“ჰამბურგი” სლომკას მძიმე მდგომარეობაში დახვდა. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ტრავმა მიიღო და დორტუმდენელბთან საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.
“ბორუსია” ჰამბურგში კიდევ ერთი ჩრდილოური ვოიაჟის მოლოდინში ჩავა. “ჰამბურგთან” მატცში შემდეგ, დორტმუნდელებს “ზენიტთან” ელით გასვლითი მატჩი. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კლოპისთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა პრიორიტეტული ტურნირეა, შაბათს გასამართ დაპირისპირებაში მოედანზე დორტმუნდელების უახლოესი რეზერვის გამოჩენას უნდა ველოდოთ.
ჰანოვერი – ბაიერნი
მატჩისწინა პერიპეტიები “ბაიერნს” ნამდვილად არ აღელვებს. ლიდერს 16 ქულიანი უპირატესობა აქვს და თავს ძალიან კომფორტულად გრგძნობს. შუა კვირაში ბავარიელებმა ლონდონში შარშანდელი შედეგი გაიმეორეს და ადგილობრივ “არსენალს” სძლიეს. ამ გამარჯვებით გვარდიოლას ფეხბურთელებმა 1/4 ფინალში მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი მოიპოვეს.
მეორე წრის სტარტზე მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ “ჰანოვერმა” “მაინცთან” და “შალკესთან” დათმო შეხვედრები. ტაიფუნ კორკუტის შეგირდებს აშკარად რაღაც აკლიათ. ასეთ ვითარებაში, რთულია “ბაიერნს” წინააღმდეგობა გაუწიო. ერთადერთი, რაზეც მასპინძლებს გათვლის გაკეთება შეუძლიათ – ბაიერნის გადაღლილობაა. თუმცა, მიუნხენელებს საკმაოდ კარგი რეზერვი აქვთ, რომელსაც მატჩის დადებით შედეგამდე მიყვანა უპრობლემოდ შეუძლია.
ვოლფსბურგი – ბაიერი
ჩემპიონთა ლიგაში განცდილი კრახის შემდეგ “ბაიერს” აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვების მოპოვება. თუმცა, მოტივაცია არც “ვოლფსბურგს” აკლია. გამარჯვების შემთხვევაში “მგლები” ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდებიან, რაც მათთვის შესანიშნავი შედეგი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ვოლფსბურგელები მეორე წრეში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობე და ამასთან ერთად თამაშიდან თამაშამდე უმატებენ კიდევაც. განსაკუთრებით კი წარმატებული თამაში საშინაო მოედანზე გამოსდით.
21/02/14
შალკე – მაინცი
22/02/14
გლადბახი – ჰოფენჰაიმი
შტუტგარტი – ჰერტა
ნიურნბერგი – ბრაუნშვაიგი
ფრაიბურგი – აუგსბურგი
ჰამბურგი – დორტმუნდი
ვოლფსბურგი – ლევერკუზენი
23/02/14
აინტრახტი – ვერდერი
ჰანოვერი – ბაიერნი