სერია A – პრევიუ
ტურინული დერბი, “რომას” სტუმრობა ბოლონიაში და “მილანი” ბალოტელის გარეშე.
ბოლონია – რომა
მორიგი იტალიური ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს “ბოლონია” და “რომა” დაუპირისპირდებიან. რომაული კლუბი ლიდერთა სამეულიდან ერთადერთია, ვინც ევროთასებზე არ მონაწილეობს. შესაბამისად ფეხბურთელებიც ნაკლები დატვირთვებით თამაშობენ, რაც უკეთესი შედეგების წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა, რუდი გარსიას გუნდს პრობლემებიც აქვს და პირველ რიგში ეს ტრავმირებული მოთამაშეების სიმრავლით არის გამოწვეული. ბოლონიაში გუნდთან ერთად არ გაემგზავრნენ ბალზარეტი, დოდო, მაიკონი და ტოტი. საბედნიეროდ არც ერთი მოთამაშის ტრავმა სერიოზული არ არის და მათ დაბრუნებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
ბოლონიელებისთვის კი, მიმდინარე სეზონი არც თუ ისე წარამტებულია. ბალარდინის გუნდი კვლავ რჩება სახიფათო ზონის სიახლოვეს და ქვედა ეშელონში გავარდნის საფრთხე აქტუალურ პრობლემად რჩება.
სამპდორია – მილანი
კლარენს ზედორფის გუნდი “სამპდორიასთან” გასვლით მატჩს მარიო ბალოტელის გარეშე გამართავენ. მილანელთა ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში დაშავდა. თუმცა. ბალოტელის ტრავმა ერთადერთი უსიამოვნო მოგონება როდია ამ მატჩიდან. შეგახსენებთ, რომ “სან-სიროზე” შემდგარი დაპირისპირება ესპანელი სტუმრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც 4 ქულაა და სატურნირო სხრილის 3 საფეხურია. “მილანს” ევროსაგზურისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებლად სჭირდება გამარჯვების მოპოვება ამ მატჩში.
იუვენტუსი – ტორინო
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო დაპირისპირებას ტურინი უმასპინძლებს, სადაც ურთიერთობას ორი ადგილობრივი კლუბი გაარკვევს. ბოლო დროს, ეს დერბი უფრო დაძაბულობით იქცევს ყურადღებას, ვიდრე რაიმე სპორტული ინტრიგის არსებობით. “ტორინომ” დერბი უკანასკნელად 1995 წელს მოიგო.
თუმცა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, წარუმატებელი სერიის შეწყვეტის კარგი შანსი “ტორინოს” სწორედ ხვალინდელ დაპირისპირებაში აქვს. ვენტურას გუნდი ევროთასებზე მოხვედრას აცხადებს პრეტენზიას, რაც მათი კარგი შედეგების დამსახურებაა. ამას კონტეს გუნდის გადაღლილობაც ემატება. ეს ორი ფაქტორი კი, შესაძლოა “ტორინოს” წარამტების მთავარი საფუძველი გახდეს.
შუა კვირაში “იუვენტუსმა” ევროპა ლიგის ფარგლებში თურქულ “ტრაბზონსპორს” სძლია. გამარჯვებულის საკითხი მხოლოდ 90-ე წუთზე მოიხსნა, როდესაც პოლ პოგბამ საფირმო დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა. საერთო ჯამში, კონტეს გუნდს რთული მატჩი გამოუვიდა, რაც დების წინ სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა.
22/02/14
ბოლონია – რომა
23/02/14
ლივორნო – ვერონა
უდინეზე – ატალანტა
ინტერი – კალიარი
კიევო – კატანია
სამპდორია – მილანი
იუვენტუსი – ტორინო
ლაციო – სასუოლო
24/02/14
პარმა – ფიორენტინა
25/02/14
ნაპოლი – ჯენოა