აფხაზეთში საფეხბურთო ტურნირზე უკრაინის, თურქეთის და ავსტრალიის წარმომადგენლები მიიწვიეს
სოხუმის “დინამოს” ძალისხმევით აფხაზეთში 18-დან 24 მაისის ჩათვლით ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელიც ახრიკ ცვეიბას სახელობის იქნება. საინტერესოა, რომ რუსული გუნდების გარდა სოხუმში უკრაინული, თურქული და ავსტრალიური გუნდები დაპატიჟეს.
ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 2000 წელს დაბადებული ბავშვებით დაკომპლექტებული შემდეგი გუნდები დაპატიჟეს: ბეშიქთაში (თურქეთი), შახტარი (უკრაინა), დინამო მოსკოვი (რუსეთი), აკადემია კრასნოდარი (რუსეთი), Australian Soccer (ავსტრალია), ანჟი (რუსეთი) და სოხუმის დინამო.
ტურნირს სოხუმში მდებარი სპორტკომპლექსი “უჩხოზი” უმასპინძლებს.