პრემიერლიგის მიმოხილვა
“ჩელსის” და “სიტის” რთული მატჩები და ტრილერი ლივერპულში ინგლისური პრემიერლიგის მიმოხილვაში.
ტერის სამი ქულა
გალიდერებულ “ჩელსის” ქულების დაკარგვა ნამდვილად არ სჭირდებოდა, თუმცა “ევერტონთან” გამართულ მატჩში, ამის ალბათობა ძალიან დიდი იყო. ტრადიციულად, ლივერპულელები “სტემფორდ ბრიჯზე” წარმატებას იშვიათად აღწევენ. “ევერტონის” უკანასკნელი გამარჯვება ამ არენაზე “ჩელსიში” რომან აბრამოვიჩის პერიოდის დაწყებამდე იყო. სიტუაცის ისიც ამძიმებდა, რომ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრავმა ტრაორემ მიიღო და მარტინესს შემადგენლობაში ცვლილებებიშ შეტანა მოუწია. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ევერტონმა” “არისტოკრატებთან” ბოლომდე იბრძლა, რის ხარჯზეც კარის მშრალად შენახვა 93-ე წუთამდე შესძო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლემპარდის ჩაწოდებით გოლი ჯონ ტერიმ გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
მორიგი გამარჯვება ეტიჰადზე
იოლად ვერც “სიტიმ” მოიგო, თუმცა “ჩელსისგან” განსხვავებით მანჩესტერელებმა გამარჯვების გოლის გატანა გაცილებით ადრე მოახერხეს და საკუთარი გულშემატკივარიც ძალიან არ ანერვიულეს. საერთდაც, მთელი მატჩი პელეგრინის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვის შეტანა არ ღირს.
ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე შესანიშნავ ფორმაში მყოფმა იაია ტურემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა სილვამ გაუწია.
დრამატული მატჩი ლივერპულში
“ლივერპულის” და “სუონსის” დაპირისპირება ნამდვილი სანახაობა გახდა. უელსელები მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდნენ მასპინძლების დაწევას და ორჯერ ეს გამოუვიდათ კიდეც, თუმცა ორივე საბოლოოდ როჯერსის გუნდმა მაინც შესძლო სტუმართა გუნდის გატეხვა.
“ლივერპულმა” მატჩი ჩვეული აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე სტარიჯმა წითლები დააწინაურა. მეოცე წუთზე კი, ჰენდერსონმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. თუმცა, სულ რაღაც 3 წუთში ექს-ლივერპულელმა ჯონჯო შელვიმ ულამაზესი დარტყმით სხვაობა შეამცირა. კიდევ სამი წუთის თავზე კი, ბონი უილფრედმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. მოვლენებით დახუნძლულ პირველ ტაიმში, კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი ჩაეტინა. სტარიჯმა 36-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 3:2.
მატჩის განახლებიდან 2 წუთში დუბლი უკვე ბონიმ გაიფორმა და ზუსტი პენალტით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ მასპინძლებმა ამ მეტად რთულ შეხვედრაში მაინც შესძლეს გამარჯვების მოპოვება და ეს პირველ რიგში ჰენდერსონის დამსახურებაა, რომელმაც 74-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა – 4:3.
22/02/14
ჩელსი 1-0 ევერტონი
გოლი: ტერი 93′
არსენალი 4-1 სანდერლენდი
გოლები: ჟირუ 5′ ; 31′ (2:0); როსიცკი 42′ (3:0); კოშიელნი 57′ (4:0); გიაჩერინი 81′ (4:1)
კარდიფი 0-4 ჰალ სიტი
გოლები: ჰადლსტოუნი 18′ ; იელავიჩი 38′ , 57′ ; ლივერმოლი 67′
მანჩესტერ სიტი 1-0 სტოკ სიტი
გოლი: ტურე 70′
ვესტ ბრომვიჩი 1-1 ფულემი
გოლები: დეჟაგა 28′ (0:1); ვიდრა 86′ (1:1)
ვესტ ჰემი 3-1 საუთჰემპტონი
გოლები: იოშიდა 8′ (0:1); ჯარვისი 20′ (1:1); კარლტონ კოული 23′ (2:1); ნოლანი 71′ (3:1)
კრისტალ პელასი 0-2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: ვან პერსი 62′ ; რუნი 68′
23/02/14
ლივერპული 4-3 სუონსი
გოლები: სტარიჯი 3′ (1:0); ჰენდერსონი 20′ (2:0); შელვი 23′ (2:1); ბონი 26′ (2:2); სტარიჯი 36′ (3:2); ბონი 47′ (3:3); ჰენდერსონი 74′ (4:3)
ნიუკასლი 1-0 ასტონ ვილა
გოლი: რემი 90′
ნორვიჩი 1-0 ტოტენჰემი
გოლი: სნოდგარსი 47′