სერია A-ს მიმოხილვა
“იუვენტუსის” ტრიუმფი დერბიში და “რომას” და “მილანის” გასვლითი გამარჯვებები იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის ტრადიციულ მიმოხილვაში.
ტევესის სახელობის დერბი
“ტორინოს” საკამაოდ წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, ჯამპიერო ვენტურას გუნდისგან უფრო მეტს ველოდით. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მიმდინარე სეზონში “იუვენტუსი” იტალიაში ყველას აღემატება.
“ტორინომ” “იუვესთან” ფრთხილი ტაქტიკით არჩია თამაში. იგრძნობოდა, რომ მთავარი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო. რაც ვენტურას ბიჭებს, ტევესის შესანიშნავი გოლის გამო არ გამოუვიდათ. არგენტინელმა 30-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი გოლით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
გაშვებულმა გოლმა “ტორინოს” სათამაშო სტილი არ შეცვალა. ვენტურას გუნდი დებიუტში არჩეული ტაქტიკით აგრძელებდა თამაშს, რაც “იუვენტუსაც” აწყობდა. კონტეს ბიჭები მშვიდად აკონტროლებდნენ ბურთს და ამასტან ერთად მატჩის მსვლელობასაც.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მთავარ არბიტრ ნიკოლა რიცოლის მე-80 წუთზე პენალტის დანიშვნა მართებდა. მაგრამ რეფერიმ თამაშის გაგრძელება ბრძანა და შეხვედრაში ანგარიში აღარც შეცვლილა.
სამი ქულა იუბილეზე
ტურინულ დერბიში “ტორინოს” მთავარი გულშემატკივრები “რომას” ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც საკუთარ მატჩშს ბოლონიაში ატარებდნენ. რომაელების შეხვედრა მათი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას 50 წლის იუბილეს დაემთხვა. ფეხბურთელებმა დამრიგებელს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთს, რომლის მთავარი შემოქმედი რაჯა ნაინგოლანი გახდა. სწორედ “რომას” ახალწვეული იყო ერთადერტი გოლის ავტორი აღნიშნულ შეხვედრაში.
მნიშვნელოვანი გამარჯვება
ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული მატჩის შემდეგ “მილანმა” საშინაო პირველობაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. ზეედორფის გუნდი გენუაში “სამპდორიასთან” სათამაშოდ ელ-შაარავს, ბალოტელის, დე შილიოს და რობინიოს გარეშე გაემგზავრნენ. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნული საკადრო პრობელმებისა, მილანელებმა 2:0 გაიმარჯვეს.
გოლები ზეედორფის გუნდის ახალწვეულებმა ტაარაბტმა და რამიმ გაიტანეს.
22/02/14
ბოლონია 0-1 რომა
გოლი: ნაინგოლანი 37′
23/02/14
ლივორნო 2-3 ვერონა
გოლები: იანკოვიჩი 33′ (0:1); რომულო 43′ (0:2); ტონი 45′ (0:3); პაულინიო 72′ (1:3); გრეკო 73′ (2:3)
უდინეზე 1-1 ატალანტა
გოლები: ბრივიო 24′ (0:1); დი ნატალე 71′ (1:1)
ინტერი 1-1 კალიარი
გოლები: პინილია 40′ (0:1); როლანდო 52′ (1:1)
კიევო 2-0 კატანია
გოლები: თერეაუ 37′ ; რიგონი 68′
სამპდორია 0-2 მილანი
გოლები: ტაარაბტი 12′ ; რამი 58′
იუვენტუსი 1-0 ტორინო
გოლი: ტევესი 30′
ლაციო 3-2 სასუოლო
გოლები: რადუ 36′ (1:0); ფლოკარი 72′ (1:1); კლოსე 73′ (2:1); ფლორო ფლორესი 79′ (2:2); კანავარო 83′ (ს.კ. 3:2)
24/02/14
პარმა 2-2 ფიორენტინა
გოლები: კასანო 39′ (1:0); კუარდრადო 41′ (1:1); ამაური 49′ (2:1); ფერნანდესი 85′ (2:2)
25/02/14
ნაპოლი 1-1 ჯენოა
გოლები: იგუაინი 18′ (1:0); კალაიო 84′ (1:1)