ლუდი და სიგარეტი – როგორ აბარებს დოპინგტესტს კევინ-პრინს ბოატენგი
დღეს სოციალურ ქსელებში გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ნახევარმცველის კევინ-პრინს ბოატენგის სურათი გავრცელდა, რომელზეც მას ხელში სიგარეტი უკავია, ხოლო მის გვედით ლუდის ბოთლი დევს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სურათი ბოატენგს 15 თებერვალს, „ბაიერთან“ შეხვედრის შემდგომ გადაუღეს. აღსანიშნავია, რომ განელი გელზენკირხენთა შემადგენლობიდან იმ მოთამაშთა შორის იყო, რომლებსაც ამ დღეს დოპინგტესტი უნდა ჩაებარებინათ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „შალკეს“ მენეჯერმა ხორსტ ხელდტმა ისაუბრა. მისი თქმით, კლუბში ყველამ იცის, რომ მოგებული შეხვედრის შემდეგ ბოატენგს სიგარეტის მოწევა უყვარს, ხოლო ლუდი კევინ-პრინსმა შარდის სწრაფად გამოყოფისთვის დალია. ხელდტმა აღნიშნა, რომ დოპინგტესტის წინ მსგავს მეთოდს არაერთი მოთამაშე მიმართავს.
თავად ფეხბურთელი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავს.
ალექსანდრე მატევოსოვი