უმაღლესი ლიგა მოულოდნელი შედეგებით დაბრუნდა
დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მე-19 ტურის მატჩებით განახლდა. სათამაშო დღე საკმაოდ უხვგოლიანი და მოულოდნელობებით აღსასვსე გამოდგა. მთავარი სენსაცია “დინამო არენაზე” მოხდა, სადაც გათამაშების ლიდერს 3 ქულა ბოლნისის “სიონმა” წაართვა. კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” დაფიქსირდა – “დილა” ლანჩხუთის “გურიასთან” დამარცხა.
საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა “მიხეილ მესხზე” გამართული “სპარტაკის” და “ჩიხურას” დაპირისპირება. დრამატულ მატჩში უკანასკნელ წუთზე გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს. რუსთავში, ადგილობრივმა “მეტალურგმა” “ვიტ ჯორჯიასთან” მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო.
ტურის ორი შეხვედრა იმერეთშიც გაიმართა. ქუთაისში რევაზ ძოძუაშვილის “ტორპედომ” “მერანი” მიიღო – შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ზესტაფონში კი ზუგდიდი ჩავიდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 3:0.
სპარტაკი 2-3 ჩიხურა
გოლები: თუხარელი 7′ (1:0); პარუნაშვილი 12′ (2:0); დეკანოიძე 25′ (2:1); გაბედავა 35′ (2:2); დათუნაიშვილი 94′ (2:3).
დილა 1-3 გურია
გოლები: ხორგუაშვილი 53′ (0:1); კვერენჩხილაძე 83′ (0:2); რაჟამაშვილი 89′ (1:2); ძამსაშვილი 93′ (1:3).
ტორპედო 1-1 მერანი
გოლები: ფონიავა 63′ (0:1); ღონღაძე 68′ (1:1)
ზესტაფონი 3-0 ზუგდიდი
გოლები: საბანაძე 7′ ; 9′ ; 45′
გოლები: კაკაშვილი 49′ ; კილასონია 57′
გოლები: ჩისკო 72′ (0:1); კახელიშვილი 75′ (1:1); უგულავა 85′ (1:2)