WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (159009) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

თარიღი: მარტი 1, 2014

ინციდენტი მოხდა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.

aif.ua-ს ცნობით, 28 თებერვალს, შენობასთან რამდენიმე ავტობუსი მივიდა, საიდანაც შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ. მათგან დაახლოებით 25 კაცი ოფისში შეიჭრა და ფედერაციის პრეზიდენტ ანატოლი კონკოვს სულ ნახევარი საათი მისცა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადება დაეწერა.

„უცნობებმა განაცხადეს, რომ თუ პრეზიდენტი გადადგომაზე უარს იტყოდა, სისხლი დაიღვრებოდა“, – აღნიშნა თვითმხილველმა.

ფედერაციის თანამშრომლებმა მოგვიანებით სამართალდამცავები გამოიძახეს, მოხდა შენობის ევაკუაცია. ოფისში შეჭრილმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, თუმცა მალევე ისინი დააკავეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ კიევის „დინამოს“ ულტრასები არიან, აღნიშნული აქცია რამდენიმე პირმა დაგეგმა და ამისთვის ორგანიზატორებმა მათ თანხა გადაუხადეს.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ფიფასა და უეფას აცნობებს.

უკრაინული ტელეარხი ICTV ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შედიან უცხო პირები უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.

 



მსგავსი სიახლეები