საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება

თარიღი: მარტი 1, 2014

მოგება, რომელიც წაგების ტოლფასია და მარცხი, რომელიც გამარჯვებას უდრის. საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ სერიაში თბილისის „დინამომ“ 73:71 დაამარცხა „სოხუმი, მაგრამ ფინალში სოხუმელები გავიდნენ. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 2 დღის წინ 70:64 მოუგო დინამოელებს და სერიაში 6-ქულიანი მარაგი შეიქმნა. დღეს კი, მხოლოდ 2 ქულით დამარცხდა და ფინალში გავიდა.

„სოხუმი“ გახდა ერთადერთი გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში აქამდე ჩატარებულ ყველა ტურნირის ფინალში გავიდა. სოხუმელებმა დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, საკანდელიძე-ქორქიას ხსოვნის ტურნირის ფინალში „დინამოსთან“ დამარცხდნენ, დღეს კი თასის გათამაშების სატიტულო შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სოხუმელები ფინალში „ქუთაისს“ შეხვდებიან, რომელმაც დღესვე, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში „არმია“ 78:74 დაამარცხა. ქუთასისელებს 2 დღის წინ საკუთარ ქალაქში „არმია“ 6 ქულით ჰყავდა დამარცხებული და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხეს.  ამგვარად, საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება – აქამდე ეს ტიტული არც „ქუთაისს“ აქვს მოგებული და არც – „სოხუმს“.

„დინამოსა“ და „სოხუმის“ დაპირისპირება უფრო დაძაბული გამოდგა. მიუხედავად მოკლე სათადარიგო სკამისა, სოხუმელებმა გაუძლეს სუპერლიგის ლიდერ და არაერთი ლეგიონერის მყოლ „დინამოს“. დაცვაში შეუპოვარი თამაშისა და გააზრებული შეტევების წყალობით კვარაცხელიას გუნდი მთელი თამაში კუდში მისდევდა დინამოელებს – მათ სოლიდურად დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მეორე და მესამე პერიოდში ორჯერ მიაღწია 9-ქულიან ლიდერობას, მაგრამ სოხუმელებმა ჩამორჩენა ორჯერვე მნიშვნელოვნად შეამცირეს.

ბოლო მეოთხედის წინ „დინამო“ 7 ქულით იგებდა და წარმატების მისაღწევად ამ ლიდერობის შენარჩუნება სჭირდებოდა. მესამე პერიოდში შესანიშნავად ითამაშა მილოშ პეშიჩმა, რომელმაც 3 ორქულიანს პერიოდის ბოლოს 3-იანიც მოაყოლა და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ დინამოელები 52:45 დააწინაურა.

ბოლო მეოთხედი გრიგოლ შვანგირაძის სამქულიანით გაიხსნა, რითაც სოხუმელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. ირაკლი ჩლაიძემ, რომელმაც ბოლო მეოთხედამდე 11 სამქულიანი ააცილა, თამაში დასრულებამდე 8 და 6 წუთით ადრე 2 სამიანი ჩააგდო და სოხუმელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მალე სოხუმელები ვახტანგ ქადარიამ დააწინაურა და „დინამო“ ნახევარფინალიდან გავარდნის ზღვარზე მივიდა.

ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა გრიგოლ შვანგირაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო, ანგარიში 67:67 გახადა და დინამოელები ურთულესი ამოცანის წინაშე დააყენა – ირაკლი ხოშტარიას გუნდს 30 წამში მინიმუმ 6 ქულით უნდა მოეგო, რაც ურთულესი შესასრულებელი იყო და დინამოელებმა ვერც მოახერხეს.

სოხუმელთაგან ბომბარდირობა ვახტანგ ქადარიამ და ირაკლი ჩლაიძემ გაიყვეს, გრიგოლ შვანგირაძემ 17 ქულა მიითვალა, ჯერემი საიმონსმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 10 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა.

„ქუთაისი“ – „არმიას“ დაპირისპირების გმირი აკაკი დვალიშვილი გახდა, რომელმაც შეხვედრა 27 ქულით, 14 მოხსნით და 4 დაფარებით დაასრულა. არმიელებმა თამაში კარგად დაიწყეს და სადებიუტო მეოთხედის ბოლოს სერიის პირველი მატჩის შემდეგ შექმნილი ჩამორჩენა თითქმის გააბათილეს – 23:18.

მეორე მეოთხედში ქუთაისელებმა სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით 4-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოიგეს და 27:23 დაწინაურდნენ. თამაში გათანაბრდა და მესამე პერიოდამდე ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. საკვანძო გამოდგა ლევან ცეკვავას ზედიზედ ჩაგდებული 2 სამქულიანი, რის შემდეგაც სტუმრები 47:41 დაწინაურდნენ. მთლიანობაში, მე-3 პერიოდში ცეკვავამ 11 ქულა ჩააგდო და მნიშვნელოვან წილად განაპირობა „ქუთაისის“ 60:56 დაწინაურება ბოლო მეოთხედის წინ.

გადამწყვეტ წუთებში „არმია“ ეცადა, მაგრამ გააზრებულად მოთამაშე ქუთაისელების წინააღმდეგ ვერას გახდა. იმერულმა კლუბმა შინ მოპოვებულ 6-ქულიან ჰანდიკაპს თბილისში ოთხიც მიუმატეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

დვალიშვილის შემდეგ „ქუთაისში“ საუკეთესო შედეგი ლევან ცეკვავას ჰქონდა – 19 ქულა, 7 პასი. 12 ქულა მიითვალა გიორგი ბარბაქაძემ, ზაურ ფაშაევმა კი შეხვედრა 10 ქულით და 8 პასით დაასრულა.

თასის გათამაშების ფინალური მატჩი 29 მარტს თბილისში გაიმართება, რომლის ჩატარების ადგილიც მოგვიანებით გაირკვევა.

 

მატჩისშემდგომი კომენტარები:

დინამო -სოხუმი  73:71

ირაკლი ხოშტარია  (,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „სოხუმს“გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს თასის  ფინალში. მხოლოდ სათამაშო პრობლემა გვაქვს, ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე  გუნდი და ეს ორივე მარცხი ჩემი ბრალია.   მოდუნების უფლება მივეცით ჩვენს თავს, რაც მეტოქემ არ გვაპატია. ბიჭებმა  იბრძოლეს და მადლობა მათ.  რთულია ჩემპიონატის ერთ ტემპში  თამაში და გარკვეული ჩავარდნა გვაქვს,  თუმცა ამით არაფერი მთავრდება, გავაანალიზებთ ყველაფერს და ჩემპიონატისთვის მოვემზადებით.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):  მაგარი ბიჭები გვყავს, ნამდვილი გმირები.  დავრწმუნდი,  რომ მათ უყვართ კალათბურთი და ღირსეული მოთამაშეები არიან. დღეს რაც ვნახეთ, ეს არის ქართული კალათბურთი. ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ და ახლა მნიშვნელობა არ აქვს,  გვექნება თუ არა ხელფასი. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ვიბრძოლებთ.   არ აქვს მნიშვნელობა, ვინ  შეგვხვდება ფინალში, ყველაფრისთვის მზად ვართ.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა.ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ბიჭებმა ძალიან შემართებით დავიწყეთ და თავიდანვე გვჯეროდა, რომ მიზნის მიღწევას შევძლებდით. შეიძლებოდა წაგვეგო, თუმცა 5-ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხებას არ ვუშვებდით. გვქონდა გარკვეული ჩავარდნები, ბოლო პერიოდში რატი ბააკაშვილი  გამოგვაკლდა, თუმცა მოვახერხეთ მობილიზება, ბოლომდე ვიბრძოლეთ და თამაში სასურველი შედეგით დავასრულეთ. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა მოთამაშეს და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე გვიდგანან გვერდით. ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნით.

 

არმია – ქუთაისი  74:78

მედეა მხეიძე („  ქუთაისის“ მწვრთნელი): ისეთი შეხვედრა შედგა, როგორც საქართველოს თასის ნახევარფინალს შეეფერება. დღეს არანაკლები ბრძოლა იყო, ვიდრე ქუთაისში, სადაც როგორც მასპინძლებს, ბუნებრივია, გარკვეული უპირატესობა გვქონდა. ჩვენი ბიჭები მაქსიმალური კონცენტრაციით შეხვდნენ დღევანდელ თამაშს, იყო შეცდომებიც, მაგრამ ისინი მთლიანად დაიხარჯნენ, მოინდომეს და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გამარჯვება. უღრმესი მადლობა მოთამაშეებს, ჩვენს ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის აქტიურად გვამხნევებენ  და ემოციურ ფონს გვიქმნიან. ფინალი უდავოდ საინტერესო იქნება, რადგან „ქუთაისმაც“  და „სოხუმმაც“ ფინალური საგზური მონდომების ხარჯზე მოიპოვა.

კოტე ტუღუში(„არმიას“ მთავარი მწვრთნელი):მივულოცავ „ქუთაისს“ ღირსეულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენზე კარგად აღმოჩნდა მომზადებული. სამწუხაროდ, სათანადო ძალები ვერ მოვიკრიბეთ, ორივე მატჩში უამრავი შეცდომა დავუშვით, მაგრამ სეზონი გრძელდება და ეს მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა