უმაღლესი ლიგა – პრევიუ
უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩები დღეს საქართველოს ექვს ქალაქში გაიმართება. გთავაზობთ ეროვნული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის პრევიუს.
პირველი წრე: 6-1
2 მარტი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 15:00
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, ბ.ნინუა (1დამ. ასისტანტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ა.კრიჭაშვილი (სათადარიგო)
გასულ ტურში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ სატურნირო ცხრილში ვითარება დაიძაბა. ზესტაფონში ჩასატარებელი შეხვედრის შემდეგ სხვაობა “დინამოსა” და “ჩიხურას” შორის შესაძლოა მინიმალური გახდეს. დინამო კი მოგების შემთხვევაში არსებულ სხვაობას დიბრუნებს.
ცალკე აღსანიშნავია “დინამოდან” გაშვებული ტრიოს: კვარაცხელიას, ხმალაძის და გრიგალაშვილის ფაქტორი. “ჩიხურას” ახალწვეულები ყოფილი გუნდის წინააღმდეგ რომ დიდი მონდომებით ითამაშებენ ამას წყალი არ გაუვა.
თუმცა, “დინამოს” მოტივირებულია. “სიონთან” საკუთარ კედლებში განცდილი მარცხის შემდეგ გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია აუცილებელია, რისთვისაც უშუალო კონკურენტთან შეხვედრა იდეალური შესაძლებლობაა.
პირველი წრე: 1-1
2 მარტი, თბილისი, „მიხეილ მესხი“, 15:00
მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზვ.ერქვანია, გ.ელიკაშვილი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)
გასული ტურის მთავარი სენსაციის შემოქმედი ბოლნისის “სიონი” ხვალ საშინაოდ ქცეულ “მიხეილ მესხზე” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. სეზონის სტარტზე ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ბოლნისელები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ბურდულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ “სიონი” შესანიშნავად ათამაშდა და ამ სერიას სავარაუდოდ გადახალისებულ “ტორპედოსთანაც” გააგრძელებს.
მართალია, ძოძუაშვილის სახით ქუთათურებს გამოცდილი და ბევრის მნახველი სპეციალისტი უდგათ სათავეში, თუმცა ცალსახაა, რომ “ტორპედო” იდეალური ფორმისგან ჯერ შორს არის.
პირველი წრე: 6-1
2 მარტი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 15:00
მსაჯები: ლ.სილაგავა, ი.მაჩიტიძე, დ.კვეტენაძე, ჯ.ხორავა (სათადარიგო)
სამტრედიაში მარტვილის “მერანის” რუსთავის “მეტალურგს” მიიღებს. ორივე გუნდმა გასულ ტურში დადებით შედეგს მიაღწია. მარტვილელებლა ქუთაისიდან შესძლეს ქულის წამოღება, ხოლო “მეტალურგმა” დაძაბულ ბრძოლაში “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა და ექვსეულში მოხვედრის შანსები მნიშნველოვნად გაიუმჯობესა.
განსხვავებული მიზნებისთვის მებრძოლი მეტოქეები მოახლოებულ დაპირისპირებას ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
პირველი წრე: 1-1
2 მარტი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 15:00
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ბერულავა, ო.ხეცაძე (სათადარიგო)
რუსთავში გამართული წარუმატებელი მატჩის შემდეგ “ვიტ ჯორჯია” მცხეთაში საგრძნობლად გაძლიერებულ “ზესტაფონს” მიიღებს. თავის მხრივ, გეგუჩაძის გუნდმა 2014 წლის პირველ ტურში “ზუგდიდთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. იმერელთა შანსებს ისიც ზრდის, რომ “ვეტერინარებს” დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გიორგი მჭედლიშვილი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ. თუმცა, “ვიტის” და “ზესტაფონი” დაპირისპირება ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობითა და უკომპრომისო ბრძოლით, რასაც ამ გუნდების პირველი წრის მატჩიც ადასტურებს.
პირველი წრე: 1-1
2 მარტი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 15:00
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.ვარამიშვილი, გ.ჩიგოგიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)
ზამთრის პაუზისას მნიშნვნელოვნად გაძლიერებული “ზუგდიდი” საკუთარ მოედანზე გორის “დილას” მიიღებს. აღსანისნავია, რომ უამრავი ახალწველით შევსებულმა ორივე გუნდმა, გასულ ტურში მეტად პრინციპული მატჩები წააგეს.
ასე რომ, “ზუგდიდის” და “დილას” დაპირისპირება დიდ მნიშნელობას იძენს. ჩემპიონატის ორი მარცხით განახლება კარგი არცერთი გუნდისთვის არ არის.
პირველი წრე: 0-1
2 მარტი, ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“, 15:00
მსაჯები: თ.გვანცელაძე, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, თ.ხუჭუა (სათადარიგო)
თუ “გურიამ” გასულ ტურში სენსაციის დაფიქსირება მოახერხა და “დილა” გორში დაამრცხა, “სპარტაკს” მოულოდნელი რეზულტატის დაფიქსირებამდე სულ ცოტა დააკლდა. ცხინვალელები “ჩიხურას” ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ, მაგრამ მატჩი ბოლო წამებზე მაინც წააგეს, რითაც ეროვნულ ჩემპიონატში ინტრიგის დაბრუნებას შეუწყვეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში “გურიამ” მშობლიურ სტადიონს უბრუნდება. პირველ ეტაპზე ნეიტრალურ მოედანზე მოთამაშე გურულებმა “საშინაო” შეხვედრებში შესანიშნავი შედეგი აჩვენებს. ვნახოთ, რას მოუტანს გურულებს 2014 წელს “ევგრაფი შევარდნაძეზე” გასამართი პირველი დაპირისიპირება.