პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
დაპირისპირება მადრიდში, “ბარსელონას” იოლი სამი ქულა და “სევილიას” მნიშნველოვანი გამარჯვება პრიმერას 26-ე ტურში.
ლამაზი და დაძაბული
“ატლეტიკომ” და “რეალმა” მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. ნამდვილი სამხრეთული დაპირისპირება. ბრძოლა, რომელიც ფეხბურთის ფარგლებს სცდებოდა.
კარლო ანჩელოტიმ “შალკესთან” მატჩის შემდეგ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები განახორციელა და კარვახალისა და მარსელოს ნაცვლად, მოედანზე ადგილი კოენტრაო-არბელოას დუეტმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ იტალიელმა ორივე ფეხბურთელი შეცვალა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა. მესამე წუთზე “რეალი” ბენზემამ დააწინაურა. მე-20 წუთიდან კი, უპირატესობას “ატლეტიკო” დაეუფლო, რაც შედეგზე მალევე აისახა და კოკემ 28-ზე ანგარიშის გათანაბერბა მოახერხა. გამორჩეული იყო დიეგო კოსტა, რომლის წინააღმდეგ “რეალის” მცველებმა ორჯერ დაარღვიეს თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში, თუმცა მთავარმა არბიტრმა ფერეირომ აღნიშნული დარღვევები ვერ დაინახა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, “ატლეტიკო” წინ გავიდა. ულამაზესი გოლი გაბიმ გაიტანა.
მეორე ტაიმში “რეალმა” ტემპს უმატა, რაც მატჩის ბოლოს ლოგიკურ გოლში აისახა. ანჩელოტის გუნდს ქულა რონალდუმ გადაურჩინა.
ემერის იღბლიანი არჩევანი
უნაი ემერის იღბლიანმა შეცვლამ “სევილიას” “სოსიედადთან” მატჩი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. საკმაოთ რთულა და მძიმე მატჩში ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. რომელიც, შეხვედრის 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გამეირომ გაიტანა.
უშუალო კონკურენტთან მოპოვებული გამაჯრვებით სევილიელებმა ევროზონამდე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, რაც ბრძოლის გაგრძელების საშუალებას იძლევა. თუმცა, მიზანი მაინც ძალიან რთულად არის მისაღწევი.
5 ფაქტი 26-ე ტურის შესახებ
“ბარსელონამ” “ალმერიას” კარში 29-ჯერ დაარტყა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.
“რაიო ვალეკასნო” ფეხბურთელმა ხოაკინ ლარივეიმ მიმდინარე სეზონში თავით ოთხჯერ დაარტყა და ოთხი გოლი გაიტანა.
“ბარსელონამ” საკუთარ კარში გაშვებული გოლების 48 პროცენტი სტანდარტებიდან მიიღო, 38 – კუთხურებიდან.
გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში ვინც 10 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
“რეალი” “ვისენტე კალდერონზე” გამართული უკანასკნელი 12 დაპირისპირებიდან, 10-ში გოლი სასტარტო 15 წუთში გაიტანა.
28/02/14
გოლები: ადურისი 7′ ; ადურისი 18′ ; ადურისი 74′ ; გურპეგი 80′
01/03/14
გოლები: სანტა კრუზი 13′ (1:0) ; ლარსონი 30′ (1:1)
გოლები: დიოპი 4′ ; რუბენ გარსია 42′
02/03/14
გოლი: კარლეს ჟილი 84′
გოლები: ბრუნო 71′ (1:0); რუბენ კასტრო 85′ (1:1)
გოლები: ბენზემა 3′ (0:1); კოკე 28′ (1:1); გაბი 45′ (2:1); რონალდუ 82′ (2:2)
გოლები: გამეირო 77′
03/03/14
გოლები: სანჩესი 9′ (1:0); მესი 24′ (2:0); ტრუხილიო 27′ (2:1); პუიოლი 83′ (3:1); ჩავი 89′ (4:1)
გოლი: ლარივეი 60′