ფაჩულია “იუტასთან” წარმატებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიამ ბრწყინვალედ ითამაშა და თავის გუნდ „მილუოკი ბაქსს“ „იუტა ჯაზის“ დამარცხებაში დაეხმარა. მილუოკელებმა შთამბეჭდავად ჩატარებული მესამე მეოთხედის შემდეგ, რომელიც 40:19 მოიგეს, გამარჯვებულის ვინაობა ვადაზე ადრე გაარკვიეს და საბოლოოდ 114:88 იმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 25:39 წუთი გაატარა. ფაჩულიამ მეტად აკურატულად ითამაშა, რაც მის ზუსტ სროლებსა და გამოზომილ პასებში გამოიხატა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 8-დან 8 საჯარიმო მოაყოლა და მთლიანობაში 14 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიას 6 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება დაუგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთაგან საუკეთესო თურქი ლეგიონერი, ერსან ელიასოვა იყო, რომელმაც 14-დან 13 ორქულიანი, 2-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 31 ქულა შეადგინა. ელიასოვას შემდეგ 14-14 ქულით ფაჩულია და რამონ სეშენსი მოდიან.
მომდევნო მატჩს „მილუოკი“ 5 მარტს, შინაურ არენაზე, „საკრამენტოსთან“ გამართავს.
GBF.GE