დინამო თბილისი ECA– ს ასამბლეაზე
3 და 4 მარტს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა ევროპის კლუბთაასოციაციის (ECA) გენერალური ასამბლეის პლენარული სესია, რომელშიც მონაწილეობა 52 ეროვნული ასოციაციის 151 კლუბმა მიიღო. დინამო თბილისიდან სესიაზე მიწვეული იყო კლუბის სპორტული მენეჯერი- ირაკლი ვაშაკიძე.
სესიაზე, რომელსაც ასევე უეფას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სიტყვით გამოვიდნენ ECA- ს თავმჯდომარე- კარლ ჰაინც რუმენიგე და UEFA- ს გენერალური მდივანი- ჯანი ინფანტინო. ECA- მ წარმოადგინა წლის შემაჯამებელი რეპორტი, თუ რა გაკეთდა და რა იგეგმება მომავალში. მიდის მსჯელობა უეფას ახალგაზრდული ლიგის შექმნაზე (სავარაუდოდ U15 და U17). ასევე იმსჯელეს ყატარში 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინანსურ საკითხებზე. ფეხბურთელთა ტრანსფერების მეტად რეგულაციაზე და ფინანსურ მოგებაზე.
აქტუალურია უეფას მიერ ევროთასებზე ასპარეზობიდან შემოსული თანხების, შესაბამისობაში მოყვანა კლუბის გაწეულ ხარჯებთან.
ასევე განიხილება მე-4 დივიზიონის კლუბებისთვის ევროთასებზე მეტი მატჩების ჩატარების შესაძლებლობა.
fcdinamo.ge