WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (160780) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის პრევიუ

თარიღი: მარტი 8, 2014

ეროვნული თასის გათამაშებამ პრემიერლიგის კალენდარში კორექტივები შეიტანა და ტურის გარკვეული ნაწილი გადაიდო. მიუხედავად ამისა, პრემიერლიგის მორიგი სათამაშო დღე რამდენიმე საინტერესო მატჩს გვპირდება. 

 

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი

საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩმა” თითქმის ყველა ლიდერს დააკარგვინა ქულები, გამონაკლისი მხოლოდ “სიტი” იყო. დღევანდელი მეტოქე კი, ვესტ ბრომვიჩელებმა სულაც გასვლით მატჩში დაამარცხეს. ასეთი შედეგებიდან გამომდინარე, გაკვირვებას იწვევს “ვბა”-ს ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” თავისუფალი ვარდნის რეჟიმში აგრძელებს ყოფნას. ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ საბრძოლო განწყობის გასაუმჯობესებლად დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება აუცილებელი არის. შეუძლია თუ არა მოიესის გუნდს ამის გაკეთება, ეს უკვე საკითხავია.

 

კარდიფი – ფულემი

“კარდიფ სიტი სთეიდიუმზე” გასამართი დაპირისპირება ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ორივე გუნდს მოუგებელი სერიის შეწყვეტის საშუალება ეძლევა და რაც მთავარია უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში გამარჯვებული გადარჩენის შანსს მნიშნელოვნად გაიზრდის.

ვრცელდება ხმები, რომ უელსური კლუბის ბოსი ვინსენ ტანი ფეხბურთელებს საკმაოდ სოლიდურ პრემიებსაც კი უმზადებს. თუმცა, ამ წამახალისებელ საჩუქარს მოთამაშეები მხოლოდ პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში მიიღებენ.

“ფულემში” კი გადასარჩენად ფელიქს მაგათს უხმეს, რომლის თავკაცობით ლონდონელებმა ორი მატჩი გამართეს და  გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. გუშინ ფელიქსმა ისიც აღნიშნა, ასეთი რთული ამოცანა მის კარიერაში ჯერ არ ყოფილა.

 

ჩელსი – ტოტენჰემი

“ჩელსის” პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პრმიერლიგის მოგების კანდიდატად ყველა ლიდერს თვლის. თავის გუნდზე საუბრისას კი მხოლოდ ტოპ-4-ზე აცხადებს პრეტენზიას. თუ, სეზონის წინ ეს გასაგები იყო, ახლა “არისტოკრატები” ლიდერებიც კი გახდნენ, მაგრამ ჟოზე თავის სტრატეგიას არ ღალატობს.

“ტოტენჰემის” მიზნები ასეთი “ბანალური” არ არის და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრით არ შემოიფარგლებმა. მაგალითად, იან ვერტონგენმა განაცხადა, რომ მათი მიზანი მხოლოდ “ლივერპულის” გადასწრება არა არის. დაკონკრეტებისგან ბელგიელმა არ ისურვა და “ჩელსისთან” მოახლოებული მატჩის მნიშნველობაზე ისაუბრა.

 

08/03/2014

კარდიფი – ფულემი

ჩელსი – ტოტენნჰემი

კრისტალ პელასი – საუთჰემპტონი

მანჩესტერ სიტი – ასტონ ვილა

ნორვიჩი – სტოკი

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი

 

 

ტურის დარჩენილი შეხვედრები მარტის ბოლოს გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები