სერია A – პრევიუ
ევროპის ლიგაზე გასამართი მატჩების წინ “იუვენტუსი” და “ფიორენტინა” სერია ა-ში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან. ნეაპოლს კი “რომა” ეწვევა.
უდინეზე – მილანი
კლარენს ზეედორფმა კვლავ ვერ შესძლო სერიოზული გამოცდის ჩაბარება. ბენიტესთან მარცხის შემდეგ ჰოლანდიელმა ანტონიო კონტესთანაც წააგო. მაგრამ, თუ ნეაპოლში განცდილი მარცი დამსახურებული იყო, “იუვენტუსთან” მილანელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, “მილანი” ასე თუ გააგრძელებს, შედეგი აუცილებლად მოვა.
გვიდოლინის გუნდი იტალიის თასიდან გამოვარდნის შედეგად მიღებულ დარტყმას ვერ ინელებს. “ზებრები” უკვე მესამე თამაშია ვერ იგებენ, გასულ კვირას კი სარდინიაში იწვნიეს მტკივნეული მარცხი.
იუვენტუსი – ფიორენტინა
ხუთშაბათს ეს გუნდები ევროპის ლიგის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მანამდე კი “რეპეტიციას” სერია-ა-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩში გაივლიან.
სავარაუდოდ ხვალ მწვრთნელები ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს მისცემენ დასვენების საშუალებას და თავის გამოჩენის შანსს ახალგაზრდებს მისვემენ.
გადაწყვეტილია, რომ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ პირლო და ბორხა ვალერო. ორივე ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია.
ნაპოლი – რომა
რა თქმა უნდა, ტურის ცენტრალურ შეხვედრად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნეაპოლში გასამართი დაპირისპირება. ბენიტესის გუნდი ევროპა ლიგაში კარგად ასპარეზობს, თუმცა იტალიურ ჩემპიონატში ბოლო დროს არც თუ ისე დამაჯერებელია. გუნდებს შორის სხვაობა ამ ეტაპზე 6 ქულაა, რაც ამ მატჩს დიდი მნიშვნელობას სძენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “რომას” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად მოგების შემთხვევაში “მგლები” ფაქტობრივად ინაღდებენ მეორე პოზიციას.
პირველი წრის შეხვედრა რომში მასპინძელთა დიდი უპირატესობით და ლოგიკური გამაჯრვებით დასრულდა. აი სათასო დაპირისპირებაში კი, წარმატებას “ნაპოლიმ” მიაღწია. “სტაიო ოლიმპიკოზე” განცდილი მარცხის შემდეგ (3:2), ბენიტესის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე სრულფასოვანი რევანში აიღეს – 3:0 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
“ნაპოლის” ხვალინდელ დაპირისპირებაში სუნიგა ვერ დაეხმარება, ხოლო “რომას” საკადრო პრობლემები გაცილებით დიდია. გარსიას გუნდს ფრანჩესკო ტოტი და დე როსი დააკლდებიან.
08/03/14
09/03/14