ეტოომ მოხუცი განასახიერა
ერთი კვირის წინათ ჟოზე მოურინიოთი დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული ყველა სამუელ ეტოოზე ხუმრობდა, გუშინ კი — ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა მათ ხუმრობითვე უპასუხა.
რამდენიმე დღის წინათ „კანალ პლუსმა“ მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. პორტუგალიელი სპეციალისტმა მაშინ ეტოოზე ასეთი რამ თქვა:
„ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“.
მოგვიანებით მოურინიომ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა ცეცხლზე ნავთი ეტოოს ყოფილმა მეუღლემ დაასხა, რომელმაც აღნიშნა, კამერუნელი ფეხბურთელი არც 32 და არც 35 წლის არ არის, ის 39 წლისააო.
სამუელ ეტოოზე ხუმრობა არც ბრიტანულმა „სანმა“ არ ითაკილა და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ასეთი ფოტოსურათი შექმნა.
„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ მატჩში (4:0) ეტოომ გაიტანა და ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა — გოლის აღნიშვნისას მოხუცი განასახიერა.
ბექა დოგრაშვილი