ტურის ცენტრი ქუთაისშია
უმაღლესი ლიგის მორიგი ტური დღეს გაიმართება, რომლის ფარგლებში ბევრ საინტერესო და დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთ. მთავარი დაპირისპირება კი, ქუთაისში შედგება.
პირველი წრე: 5-1
9 მარტი, ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 15:00
მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ბერულავა, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)
ლანჩხუთში გასამართი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშნველოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ გასულ ტურში “გურიაც” და “ჩიხურაც” დამარცხდნენ, დღეს ისინი ყველანაირად ეცდებიან სიტუაციის გამოსწორებას. მარცხის შემთხვევაში გურულებს ექვსეულიდან ემუქრებათ გამოვარდნა, ხოლო “ჩირუას” “ზესტაფონი” მიუახლოვდება.
პირველი წრის მატჩი საჩხერელების გამანადგურებელი გამარჯვებით, 5-1 დასრულდა. შეხვედრების საერთო ისტორია კი 15 მატჩს ითვლის, საიდანაც 10 “ჩიხურამ” მოიგო, 2 გურიამ, ფრედ კი 3 მატჩი დასრულდა.
პირველი წრე: 1-1
9 მარტი, თბილისი, “მიხეილ მესხი” სათადარიგო მოედანი, 15:00
მსაჯები: ო.ხეცაძე, ი.უკლება, ი.მაჩიტიძე, ლ.სილაგავა (სათადარიგო)
“მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე “სპარტაკი” “ზუგდიდს” უმასპინძლებს. აუტსაიდერთა დაპირისპირებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ექვსქულიანი. ამ მატჩი გამარჯვების მოპოვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლაში. თუმცა, მასპინძები შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. დისკავლიფიკაციის გამო კაჭარავს გუნდს თუხარელი და თექთურმანიძე ვერ დაეხმარებიან. “ზუგდიდელებს” კი სიხარულია დააკლდებათ.
ანაკლიაში გამართული პირველი წრის დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
პირველი წრე: 0-2
9 მარტი, თბილისი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 15:00
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ბ.ჭიჭინაძე, დ.კვეტენაძე, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)
ინტრიგა არც გორში გასამართ შეხვედრას აკლია. “დილა” და “ვიტ ჯორჯია” ექვსეულისთვის აგრძელებენ ბრძოლას. “ვეტერინარებისთვის” ეს სულაც უკანასკნელი შანსი იქნება. მარცხის შემთხვევაშიბ ერიძის გუნდი ტოპ-6-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
მეორე წრე ორივე გუნდმა წარუმატებლად დაიწყო. გორელებმა ჯერ “გურიასთან” შემდეგ კი “ზუგდიდთან” წააგეს. ხოლო “ვიტ ჯორჯიამ” პირველ ტურში რუსთავში განცდილი მარცხის შემდეგ ვერც “ზესტაფონს” გაუწია წინააღმდეგობა.
გუნდებს ურთიერთშეხვედრების საკმაოდ მდიდარი ისტორია გააჩნიათ. 29 ჩატარებული მატჩიდან “დილამ” მხოლოდ 4 მოიგო, “ვიტელებმა” კი 23. გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ 2-ჯერ ვერ მოხერხდა.
პირველი წრე: 0-1
9 მარტი, რუსთავი, “ფოლადი”, 15:00
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.ვარამიშვილი, დ.ჩიგოგიძე, ბ.ნინუა, (1 დამ.ასისტენტი), ჯ.ხორავა (2 დამ.ასისტენტი), ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)
რუსთავში გასამართი დერბი ტრადიციული დაძაბულობის გარდა იმითაც არის გამორჩეული, რომ ხვალინდელ მატჩს სატურნირო ინტრიგაც ემატება. გამარჯვებული გუნდი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს ექვსეულში ადგილის დასაბევებლად, ხოლო დამარცხებულს მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს.
ორივე გუნდმა 2014 წელი წარმატებით დაიწყო. რუსთაველებმა საკუთარ მოედანზე “ვიტს” მოიგეს, ხოლო “სიონმა” დინამო არენას მოედანზე შესძო ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის დამარაცხება. თუმცა, შემდეგ ორივე გუნდმა დაკარგა მნიშნველოვანი ქულები, რაც მათ არასტაბილურობაზე მეტყველებს.
პირველი წრე: 0-2
9 მარტი, ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”, 18:00
მსაჯები: თ.ხუჭუა, ზ.ფიფია, გ.ელიკაშვილი, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)
ზესტაფონში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ადგილობრივი კლუბი მარტვილის “მერანს” მიიღებს. “დავით აბაშიძეზე” ზურაბ იონანიძე ბრუნდება, რომელსაც “ზესტაფონის” შემადგენლობაში უამრავი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა, ბრუნდება უკვე მწვრთნელის რანგში და თანაც მოწინააღმდეგე გუნდის.
ორივე გუნდს ქულები აუცილებლად სჭირდება, თუმცა უნდა ვივარაოდოთ, რომ საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე ზესტაფონელები აღნიშნული მატჩის მოგებას მიაინც მოახერხებენ.
პირველი წრე: 2-1
9 მარტი, ქუთაისი, “გივი კილაძე”, 15:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე
მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, გ.ჩიგოგიძე, ა.კოკაია, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)
ტურის და ქართული ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება ქუთაისში შედგება. ქართულ “კლასიკოდ” მონათლული მატჩი “გივი კილაძეზე” 15 საათზე დაიწყება.
ქუთაისელებს ექვსეულში მოსახვედრად გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ. ძოძუაშვილის გუნდი ბოლომდე რომ იბრძოლებს, ამას წყალი არ გაუვა.
“დინამომ” კი გასულ ტურში ყველას დაანახა, რომ “სიონთან” მარცი უბრალო შემთხვევითობა იყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თბილისელებს წელს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავთ.