პირველ ლიგაში ორი მატჩში შედგა
დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-15 ტურის მატჩები.
ჩოხატაურში, ცენტრალურ სტადიონზე “ბახმარომ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და 2-0 დამარცხდა. “რკინიგზელებმა” მხოლოდ მეორე ტაიმში შესძლეს მასპინძლების კარში გოლები გატანა. 70-ე წუთზე მზევაშვილმა გახსნა ანგარიში, გავაშელიშვილმა კი 90-ზე მეორე ბურთი გაიტანა.
თბილისში “ბენდელაზე” “საბურთალოს” ვანის “სულორი” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.
მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის განმავლობაში სრულად დომინირებდნენ. პირველად მეტოქის კარს ბიძინაშვილი დაემუქრა, როდესაც საჯარიმოს სიახლოვედან დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი ბოლო წამს მოიგერია და გადაარჩინა თავისიანები გაშვებულ გოლს. 25-ე წუთზე კი მამუჩაშვილმა გაისროლა შორი მანძილიდან, მაგრამ ამჯერადაც გოლკიპერი გამოვიდა გამარჯვებული და ბურთი აკრობატულ ნახტომში მოიგერია. რამდენიმე წუთში კი მოულოდნელად სტუმრები დაწინაურდნენ –კუჭუხიძემ დაახლოებით 30-33 მეტრიდან ძლიერად მოიქნია ბურთი და ოდნავ წინ გამოსული ლაზარე კუპატაძ ეუძლური აღმოჩნდა 0:1.
მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ცვლილებებს მიმართა და გარკვეული გადაადგილებებიც მოახდინა. მეორე ტაიმში გუნდი უფრო თავდაჯერებული ჩანდა, მაგრამ მეტოქე თითქმის მთელი გუნდით დაცვაში იყო და ბუნებრივია, ასეთ დროს ძნელია მიზნის მიღწევა.
მატჩის 69-ე წუთზე გარდატეხა მოხდა – მასიურმა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. თევზაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გურამ გოშთელიანმა ნახტომში თავურით გამთანაბრებელი გოლი გაიტანა 1:1. ბუნებრივია ჩვენმა გუნდმა იერიშები განაგრძო და თამაშის ტემპს უმატა, თუმცა გამარჯვების გოლი იგვიანებდა და “ბენდელაზე” შეკრებილ ქომაგებშიც ნერვიულობა მატულობდა. საბოლოოდ ანგარიში მაინც შეიცვალა, სამ ქულიანი გოლი კი რევაზ გოცირიძემ გაიტანა – 90-ე წუთზე ხარაიშვილის მარცხნიდან ჩაწოდებულს გოცირიძე გამოეხმაურა, რომელმაც სწორი პოზიცია შეარჩია და თავური დარტყმით მოათავსა ბურთი ვანელთა კარში 2:1.
ამის შემდეგ კი მცირე ინციდენტი მოხდა – “სულორის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კუტივაძემ მთავარ არბიტრგიორგი ავაზაშვილს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რისთვისაც “შავოსანმა” მწვრთნელს წითელი ბარათი აუნთო და გასახდელისკენ მიუთითა.
საბურთალო – სულორი 2:1 (0:1)
საბურთალო: კუპატაძე, მამუჩიშვილი (ხარაიშვილი 30), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ბარამიძე (წივილაშვილი 58), ბიძინაშვილი (ხორხელი 67), წოწონავა (ლორენცო 46), გოცირიძე.
სულორი: ბერძენაძე, როხვაძე, ბელექანია (ს. თვალავაძე 75), ბახტაძე, გაბუნია, გამრეკლიძე, ივანიაძე, კუჭუხიძე, ნაფეტვარიძე (თ. თვალავაძე 72), სულაბერიძე, გიორგაძე (ხეცურიანი 55).
გოლები: 0:1 კუჭუხიძე (35), 1:1 გოშთელიანი (69), გოცირიძე (90).
გაფრთხილება: ნაფეტვარიძე (33), ბელექანია (44), ბიძინაშვილი (56).