სამარცხვინო ტური უმაღლეს ლიგაში
დღეს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. შეხვედრები მოსალოდნელზე მეტად დაძაბული გამოდგა. ქუთაისში გამართული “კლასიკო” კი სკანდალით დასრულდა.
ქუთაისური დაპირისპირების დეტალები უკვე მთელს საქართველოს მოედო. “დინამოელები” დამაჯერებლად იგებდნენ შეხვედრას, როდესაც მოედანზე მასპინძელთა გულშემატკივრების დიდი ნაწილი შეიჭრა და ჯერ ფეხბურთელებთან სცადეს ურთიერთობის გარკვევა შემდეგ კი, სტუამრი გუნდის ფანებთან მოხდა დაპირისპირება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, “დინამოს” ფანებმა და ფეხბურთელებმა სტადიონიდან მშვიდობიანად მოახერხეს გამოსვლა და უკვე თბილისისკენ მოემართებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ათამდე პირი დააკავა.
“დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ შემდეგი მატჩები აუცილებლად ნეიტრალურ მოედანზე უნდა ჩატარდეს.
ფაქტი ერთია, “ტორპედოს” სერიოზული სანქციები ემუქრება.
ბუნებრივია, რომ ამ ამბების ფონზე დანარჩენი შეხვედრები მეორე პლანზე გადავიდა. თუმცა, ერთი რამ ფაქტია: “ვიტ ჯორჯია” საუკეთსო ექვსეულში ვეღარ მოხვდება.
გურია 2-0 ჩიხურა
გოლები: ისიანი 43′ ; ნიქაბაძე 81′
სპარტაკი 2-0 ზუგდიდი
გოლები: შონია 24′ ; ეხვაია 58′
დილა 1-1 ვიტ ჯორჯია
გოლები: რაზმაძე 53′ (1:0) ; კორიფაძ 82′ (1:1)
მეტალურგი 0-2 სიონი
გოლები: აბრამიძე 42′ ; 51′
ზესტაფონი 2-0 მერანი
გოლები: საბანაძე 82′ ; დოლიძე 89′
ტორპედო 0-2 დინამო
მატჩი შეწყდა 58′ წუთზე. დინამო პაპუნაშვილის და მერებაშვილის გოლებით იგებდა.