“ჩიკაგომ” “მაიამი” შენგელიას გარეშე, ოვერტაიმში დაამარცხა
საქართველოში 10 მარტი რომ თენდებოდა, ოკეანგაღმა, ამერიკაში, თორნიკე შენგელიას გუნდმა ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ტიტულის მოგების უპირველესი კანდიდატი “მაიამი” დაამარცხა. “ჩიკაგომ” მაიამელებს “იუნაითედ სენთერში” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 95:88 სძლია.
ბოლო მეოთხედის წინ ჩიკაგოელები 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და გადამწყვეტი პერიოდი სწორედ ამ სხვაობით – 27:19 მოიგეს. შეხვედრა დამატებით 5-უთეულში გადაიზარდა, სადაც მოწოდების სიმაღლეზე ჩიკაგოელები აღმოჩდნენ და მრისხანე მეტოქეს მინიპერიოდი 9:2 მოიუგეს.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფორვარდს. შენგელია ჩიკაგოელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე მიმდინარე დაძაბულ ორთაბრძოლებში არ ჩაბმულა. გამარჯვებულთაგან 22 ქულის მიმთვლელი დიჯეი აუგუსტინი და ფრანგო-ამერიკელი ჟოაკიმ ნოა (20 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი) გამოირჩნენ. ბოლო წლების უძვირფასესი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი ჩიკაგოელებმა 17 ქულას დააჯერეს, ხანშეპარულმა ვარსკვლავმა დუეინ ვეიდმა კი მაიამელთათვის 25 ქულა გაიღო.
35 მოგებითა და 28 წაგებით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტესტი ჩიკაგოელებს 12 მარტს, ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ “სან ანტონიოსთან” ელით.
GBF.GE