„სპორტ-ექსპრესი“: „ზენიტმა“ სპალეტი გაათავისუფლა
სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გაათავისუფლა, რის შესახებაც „სპორტ-ექსპრესი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი სემაკი დაინიშნა, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასაწყისში მოთამაშის კარიერა დაასულა და სამწვრთნელო საქმიანობაზე გადაერთო.
55 წლის იტალიელი სპეციალისტი „ზენიტთან“ ერთად 2009 წლიდან მუშაობდა. სანქტ-პეტერბურგელთა თავკაცის რანგში რუსეთის პრემიერლიგის მოგება მან ორჯერ მოახერხა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით „ზენიტი“ რუსეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა, ასევე გავიდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელი სანქტ-პეტერბურგელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის მატჩით დაიწყეს, რომელშიც ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ. რუსეთის პირველობაში კი ამჟამად „ზენიტი“ მეორე ადგილს იკავებს.
ალექსანდრე მატევოსოვი