WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (161625) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

თარიღი: მარტი 11, 2014

“რეალის” დამაჯერებელი გამარჯვება, “ბარსელონას” მოულოდნელი მარცხი და ვილიას ბენეფისი პრიმერას 27-ე ტურის მიმოხილვაში.

 

სხვაობა იზრდება

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა სამ ქულამდე გაიზარდა. ხოაკინ კაპაროსას “ლევანტე” პრიმერას ყველაზე ჩაკეტილი გუნდია. გასვლით თამაშზე ვალენსიელები ფაქტობრივად ყოველთვის საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. გასაკვირი არ არის, რომ “რეალმა” სწორედ ამ შეხვედრაში დაამყარა ბურთის ფლობის რეკორდი, რომელიც თამაშის დროის 71 პროცენტს შეადგენდა.

მასპინძლებმა დასახულ მიზანს პირველივე წუთებზე მიაღწიეს და სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს. “ლევანტემ” რომ ძალიან დიდი ანგარიშით არ წააგო მეკარე კეილორ ნავასის დამსახურებაა, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

 

ტურის სენსაცია

27-ე ტურის მთავარი მოულოდნელობა ვალიადოლიდში დაფიქსირდა, სადაც სტუმრად მყოფი “ბარსელონა” ადგილობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გასაგებია, რომ მარტინოს გუნდს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, თუმცა ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერთან მარცხს მაინც არავინ არ ელოდა. მატჩის შემდეგ კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო იდეების ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება. მართლაც ასე იყო. მასპინძელთა მკაცრმა დაცვამ სახელოვანი კატალონიელები დააბნია. მხოლოდ ლეო მესის მცდელობები კი უშედეგო იყო.

“ბარსელონას” წარუმატებლობით მეორე მადრიდულმა კლუბმაც ისარგებლა. “ატლეტიკომ” დავიდ ვილიას დუბლით “სელტას” მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ვილიამ გოლები ორწუთიანი ინტერვალით გაიტანა.

 

5 ფაქტი პრიმერას ტურის შესახებ

“რეალმა” “ლევანტეს” კარის ძელს სამჯერ მოარტყა ბურთი, რაც ტურის მაქსიმალური მაჩვენებელია.

“სევილიამ” გასვლაზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა – რაც წინა ორი სეზონის მონაგარს უდრის.

სიმაომ “ესპანიოლთან” მატჩში 30-ე საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც 21-ე საუკუნის საუკეთესო მაჩვენებელია.

“გრანადას” გოლების ნახევარზე მეტი სტანდარტული მდგომარეობიდან გააქვს.

დავიდ ვილიამ 7-ჯერ გახსნა ანგარიში მიმდინარე სეზონში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

 

08/03/14

ვალიადოლიდი 1-0 ბარსელონა

გოლი: როსი 17′

ბეტისი 2-0 ხეტაფე

გოლები: ლეო ბაპტისტაო 16′ ; რუბენ კასტრო 39′ 

სელტა 0-2 ატლეტიკო

გოლები: დავიდ ვილია 62′ ; 64′

09/03/14

გრანადა 2-0 ვილიარეალი

გოლები: ფრან რიკო 23′ ; ელ-არაბი 33′ 

ესპანიოლი 3-1 ელჩე

გოლები: დავიდ ლოპესი 2′ (1:0); კოლოტო 21′ (2:0); პიცი 58′ (3:0); ხუან ფუენტესი 88′ (3:1)

ალმერია 1-3 სევილია

გოლები: ბაკა 31′ (0:1); დანიელ კარიჩო 51′ (0:2); გამეირო 77′ (0:3); ალექს ვიდალი 85′ (1:3)

რეალი 3-0 ლევანტე

გოლები: რონალდო 11′ ; მარსელო 49′ ; კარაბელასი 81′ (ს.კ)

10/03/14

ვალენსია 1-1 ბილბაო

გოლები: პაკო ალკასერი 23′ (1:0); ადრუისი 53′ (1:1)

ოსასუნა 0-2 მალაგა

გოლები: სამუ 14′ ; ამრაბატი 66′

11/03/14

სოსიედადი 2-3 რაიო ვალეკანო

გოლები: მარტინესი 2′ (1:0); ლარივეი 4′ (1:1); რუბენ პარდო 45′ (2:1); ბუენო 47′ (2:2); რუბენ როჩინა 67′ (2:3)



მსგავსი სიახლეები