ჰალკი აგენტთან ერთად ლონდონში გაემგზავრა
სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელი ჰალკი აგენტთან ერთად ლონდონში გაემგზავრა.
ამის შესახებ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო:
„ჩემს მეგობართან და აგენტთან ერთად ლონდონში საქმეებზე გავემგზავრე“.
ჰალკს არ აღუნიშნავს ვიზიტის კონკრეტული მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ლონდონის „ჩელსი“ და „ტოტენჰემ ჰოთსპური“ იჩენენ.