ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალისტების ვინაობა დღეს გაირკვევა
“ბაიერნი” “არსენალს” მსაპინძლობს, ხოლო “მილანი” მადრიდში მოსაგებად ჩადის.
ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ გერმანიაში ხმაურიანი პროცესი დაიწყო ული ჰიონესის წინააღმდეგ. “ბაიერნის” პრეზიდენტი 18 მილიონ ევროს ედავებიან.
მიუხედავად არსებული მდგომრეობისა, ლონდონელებთან მატჩისტვის მიუნხენელები ჩვეულებრივ რეჟიმში ემზადებოდნენ. გვარდიოლას თქმით, “არსენალი” სახიფათო მოწინააღმდეგეა და 2:0-ზე მის გუნდს მოდუნების საშუალება მაინც არ აქვს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვარდიოლას მთავარი პრობლემა საუკეთესო 11 ფეხბურთელის არჩევაა. “ბაიერნს” ყველა ტრავმირებული დაუბრუნდა და ახლა შემადგენლობა ზედმეტად კარგიც კი არის. სწორედ ამის გამოა, რომ “ვოლფსბურგთან” მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ შვაინშტაიგერი, ტიაგო, მანჯუკიჩი, ხავი მარტინესი. გიოტცე კი განაცხადში ვერ მოხვდა. “არსენალს” დღევანდელ შეხვედრაში ჯეკ უილშირი ვერ დაეხმარება. ვენგერს თავისი ფეხბურთელების სჯერა. “მეთოფეებმა” ინგლისის თასზე “ევერტონთან” ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. თუმცა, დღევანდელი მოწინააღმდეგე გაცილებით უფრო მაღალი დონის გუნდია.
საშინაო 0:1 კატასტროფული შედეგი ნამდვილად არ არის. თეორიულად “მილანს” ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აწყობს, თუმცა, “ატლეტიკო” რომ ადვილად არ დათმობს ესეც ნათლია. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩი მილანელებმა წარუმატებლად დაასრულეს. ზეედორფის გუნდი “უდინეზესთან” დამარცხდა. სიმეონეს “ატლეტიკომ” კი, “სელტას” მოუგო და პრიმერას მეორე პოზიციას დაუბრუნდა. აღნიშნულ მატჩში დავიდ ვილიამ დიეგო კოსტა წარმატებით შეცვალა და არ არის გამორიცხული, რომ “მილანთან” სასტარტოში სწორედ ვილია ვიხილოთ.
23:45. მიუნხენი, ალიანც არენა
ბაიერნი – არსენალი
23:45. მადრიდი, ვისენტე კალდერონი
ატლეტიკო – მილანი