ელიტრაუნდი მოახლოვდა – U17-მა შეკრება დაიწყო
ელიტრაუნდისწინა დასკვნითი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა. ნოდარ აკობიამ ფეხბურთელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრიბა, სადაც გუნდი სერბეთში გამგზავრებამდე იცხოვრებს.
ამჟამად, შეკრებაზე 22 ფეხბურთელი იმყოფება:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)
მცველები: ვახტანგ კაპანაძე, ანდრო ნემსაძე, ვასილ კაციტაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე „საბურთალო“), ირაკლი კამლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი (ორივე 35-ე სკოლა), საბა ჟღენტი („ვიტ ჯორჯია“), ამირან გოგიაშვილი („დილა“, გორი)
ნახევარმცველები: გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა ლაშხია („დინამო“ თბილისი), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ორივე „საბურთალო“), ნიკა ქორიძე („რეჯანა“, იტალია)
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო“)
საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, 14 მარტს, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს გამართავენ თბილისის „ლოკომოტივთან“. მატჩი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. უახლოეს დღეებში გაირკვევა მომდევნო ტესტ-მატჩის გამართვის თარიღიც.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდს სერბეთში ითამაშებს. გუნდი ბელგრადში 24 მარტს გაემგზავრება.
26 მარტი
გერმანია vs საქართველო (18:00 თბილისის დროით. Stadium: Suvača, Pecinci)
სერბეთი vs ირლანდია
28 მარტი
გერმანია vs ირლანდია
საქართველო vs სერბეთი (18:00 თბილისის დროით. Sports Center of FA of Serbia, Stara Pazova)
31 მარტი
სერბეთი vs გერმანია
ირლანდია vs საქართველო (17:00 თბილისის დროით. Stadium: FK Obilić, Belgrade)
სფფ-ის პრესსამსახური