“სიტის” ბოლო იმედი და ფორმალური მატჩი
“მანჩესტერ სიტი” ბარსელონაში სასწაულის იმედით ჩავიდა, ხოლო პარიზული მატჩი ინტრიგის გარეშე ჩაივლის.
“ბარსელონას” საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და “სიტიც” სწორედ ამის გამოყენებას ეცდება. კატალონიელებმა პრიმერაში ორი მნიშნველოვანი მატჩი წააგეს – “სოსიედადთან” და გამოკვეთილ აუტსაიდერ “ვალიადოლიდთან”. ორივე მატჩში “ბარსა” საკმაოდ პასიურად გამოიყურებოდა. გუნდის ვარსკვალვებმა ვერაფერი ღირებული ვერ შექმნეს. წარუმატებელი მატჩების შემდეგ მარტინოს საკითხიც აქტუალური გახდა. უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალისტი “ბარსას” სეზონის ბოლოს დატოვებს.
პრობლემები არც “სიტის” აკლია. პელეგრინის გუნდი პრემიერლიგის სტაბილური კალენდარიდან ამოვარდა და სათასო ბატალიებზე გადაერთო. თუ ლიგის თასი მანჩესტერელებმა ტრიუმფით დაასრულეს, ინგლისის თასის გათამაშებაში “სიტიმ” მტკივნეული მარცხი იწვნია არც თუ ისე ძლიერ “უიგანთან”. თუმცა, გასაგებია რომ უკანასკნელი მატჩის დრო ყველა მოთამაშის გონება “ბარსელონასთან” შეხვედრაზე იყო კონცენტრირებული.
“სიტის” დღეს გოლები სჭირდება, რაც ბოლო შეხვედრებში მანჩესტერული კლუბისთვის პრობლემად იქცა.
დღის მეორე შეხვედრაში ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყდა. პარიზში ლევერკუზენის “ბაიერი” საშინაო 0:4-ის მერე ჩადის. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა ამხანაგური მატჩს უფრო დაემსგავსება. სავარაუდოდ, მწვრთნელები მაქსიმალურად ეცდებიან ახალი ტაქტიკური ჩანაფიქრების გამოცდას.
23:45