ქართველთა გამარჯვებები ჰარუ ბაშოზე

თარიღი: მარტი 14, 2014

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-5 დღე წარმატებული გამოდგა ორივე ჩვენებურისთვის.
დღეს ჩვენმა ტოჩინოშინმა მესამე ორთაბრძოლაც მარტივად მოიგო. ქართველმა ექს-სეკიტორმა მაკუშიტას 57-ე ნომერ, იაპონელ კეიტენკაის სძლია.
თუმცა, ორთაბრძოლის დასაწყისში მცირე ნერვიულობა მოგვიწია – იაპონელმა ტაჩიაი-ჰენკა (სასტარტო ჯახისთვის თავის არიდება) გაუკეთა ლევანს და წონასწორობა დააკარგვინა. თუმცა, ტოჩიმ უმალვე შეძლო თავის შემაგრება, ისე რომ დოჰიოს არ შეხებოდა, აგრესიულად შეუტია ჩია ტანის მეტოქეს და ცუკიტაოშით მოისროლა დოჰიოდან.
შედეგად, ლევან გორგაძემ უკვე მე-3 მოგება ჩაიწერა აქტივში და კვლავაც დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას.
ტოჩინოშინს მხარი გაგამარუმაც აუბა და მანაც მარცხი აგემა თავის მეტოქეს.
ჩვენმა გოლიათმა მე-7 მაეგაშირად განთესილი იაპონელი გოლიათი ტოიოჰიბიკი ოშიდაშით გააძევა დოჰიოდან და მცირედით გამოისწორა მდგომარეობა.
გაგა ჯუღელის ბალანსში ახლა უკვე 2 მოგება და 3 მარცხია. მისი მომდევნო მეტოქე “პატარა ტანკად” წოდებული, იაპონელი მე-6 მაეგაშირა ტაკეკაძე იქნება, რომელსაც ჩვენებურის საპირისპირო ბალანსი აქვს ბაშოზე (3-2). ურთიერთშეხვედრებში კი გაგა 6:4-ს უგებს “პატარა ტანკს”.
ტოჩინოშინს რაც შეეხება, იგი ხვალ ისევ ისვენებს და მომდევნო ორთაბრძოლას სავარაუდოდ ზეგ ჩაატარებს.
5 ტურის შემდეგ ჰარუ ბაშოს მხოლოდ სამი დაუმარცხებელი სუმოისტი შემორჩა და სამივე მათგანი არაიაპონელი გახლავთ. აქედან ორი მონღოლი იოკოძუნაა (ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი), ერთიც კი ეგვიპტელი მე-11 მაეგაშირა, ოსუნაარაშია.
დღეს პირველი მარცხი იწვნია ტურნირზე ორმა იაპონელმა სეკიტორმა – ოძეკი კისენოსატომ და სეკივაკე გოეიდომ. კისენოსატოს დამარცხება იაპონელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, პირველმა მაეგაშირა ენდომ შეძლო, ცუკიოტოშით, რომელმაც სხვათა შორის, პირველი გამარჯვება იზეიმა მიმდინარე ბაშოზე.
გოეიდოს რაც შეეხება, მან მისდარად სეკივაკეს ტიტულის მქონე იაპონელ ტოჩიოძანთან დათმო შეხვედრა, ოშიდაშით.
ამასთან, ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა გოეიდოსთვის: უკვე ზედიზედ მესამე ბაშოა, როცა იგი სწორედ მე-5 ტურში განიცდის პირველ მარცხს, ხოლო აქედან ბოლო ორ ბაშოზე სწორედ ტოჩიოძანისგან იგემა ეს პირველი წაგებები.
ძალიან ცუდ ფორმაშია კიდევ ერთი სეკივაკე, ბულგარელი კოტოოშუ – მან დღეს ზედიზედ მე-4 წაგება მიითვალა ბაშოზე და თუ ამ ტემპით გააგრძელა სვლა, უარყოფით ბალანსსაც მალე მიუკაკუნებს.
ბოლოს კი უმაღლესი დივიზიონის დღევანდელი ბრძოლების ვიდეო მიმოხილვასა და ტოჩინოშინის ორთაბრძოლის ვიდეოს შემოგთავაზებთ.

 

ამირან ურუშაძე



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა