ფაჩულია ატლანტაში ყოფილ გუნდთან დამარცხდა
ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი ატლანტაში ითამაშა, სადაც მას ძალიან აფასებენ და უყვართ. ამჯერად “მილუოკის” მაისურით მოასპარეზე ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 23 წუთი ითამაშადა თავი დიდად არ გამოუჩენია – 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მესამე მეოთხედამდე მილუოკელები ლიდერობდნენ, აღნიშნულ პერიოდში კი მასპინძლებმა 68:67 დაწინაურება მოახერხეს. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა. გამარჯვებული ატლანტელი კაილი კორვერის ჩუბინობამ გამოავლინა, რომელმაც ბოლო პერიოდში 12 ქულა ჩააგდო და მასპინძლებს 102:97 მოაგებინა.
მილუოკელებს 13 მოგების წილ 52 მარცხი აქვთ და აღმოსვლეთ კონფერენციის ფსკერზე არიან დალექილნი. მომდევნო მატჩი “ირმებს” 16 მარტს, “მედისონ სკვერ გარდენში”, “ნიუ იორკთან” ელით.
ნბა-ში მოთამაშე მეორე ქართელის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ” დასავლეთ კონფერენციიაში პარალელურ გუნდს, მისსავით მე-4 ადგილზე მყოფ “ჰიუსტონს” შეხვდა და 111:87 გაანადგურა.
ქართველმა ფორვარდმა მატჩის დასკვნითი 1,36 წუთი ითამაშა. შენგელიამ 1 შედეგიანი გადაცემის მითვლა მოასწრო, მისი პასით ტონი სნელმა ჰიუსტონელთა ფარში ბურთი მოხდენილად ჩატენა.
ჩიკაგოელებმა გუნდურად ითამაშეს, 6-მა კალათბურთელმა 10-ქულიანი ბარიერი დაძლია, რომელთაგან მხოლოდ ერთმა გადააჭრბა 20-ს – მაიკ დანლივიმ 21ქულა მიითვალა. ჟოაკიმ ნოას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 13 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა.
36 მოგებითა და 29 მარცხით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 16 მარტს შინ, “საკრამენტოსთან” გამართავს.
GBF.GE