„არსენალი“ ბენდტნერს დააჯარიმებს
ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაჰკრა ფეხი და კოპენჰაგენში გაემგზავრა, რამაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აღშფოთება გამოიწვია.
ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დანიელმა ფორვარდის დაჯარიმებას აპირებს. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბენდტნერი კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს.
„არავის არ მიუცია მისთვის კოპენჰაგენში გამგზავრების ნება. ამის გამო მას დავაჯარიმებთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლთან მომხდარ ინციდენტს, არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, არც თავად ბენდტნერთან არ მისაუბრია ამის შესახებ. ერთადერთი ის ვიცი, რომ კოპენჰაგენში მას არაფერი არ ესაქმებოდა“, – ვენგერის სიტყვები „ბი ბი სიმ“ გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი