WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (162282) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

თარიღი: მარტი 14, 2014

პრიმერას 28-ე ტურში ლიდერებს საშუალო დონის გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება. ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, ვილიარელში გაიმართება. 

 

მალაგა – რეალი 

მადრიდის “რეალი” ესდატიო ლა როსალერაზე “მალაგას” დაუპირისპირდება. მასპინძლებმა გასულ ტურში პამპლონაში მოპოვებული გამარჯვებით 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს და უშუალო კონკურენტის ძლევით სატურნირო ცხრილში მეცამეტე პოზიციაზე აღზევდნენ.

წარმატებული გამოდგა გასული ტური მადრიდული კლუბისთვისაც. “რეალმა” “ბარსელონასთან” უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა და კლასიკოს წინ, რომელიც 29-ე ტურში შედგება, საკმაოდ კარგი ფორა მოიპოვა. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ “რეალს” შუა კვირაში უწევს “შალკესთან” დაპირისპირებ. თუმცა გელზენკირხენელებთან, გერმანული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, ანჩელოტის თამამად შეუძლია საკმაოდ ფართომასშტაბიან როტაციას მიმართოს.

 

ბარსელონა – ოსასუნა

ჩემპიონთა ლიგაში კატალონიელებმა “მანჩესტერ სიტის” დამაჯერებლად სძლიეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება დამსახურებულადაც მოიპოვეს. თუმცა, პრიმერაში “ბარსა” სულ სხვა გუნდია. ამაზე პირველ რიგში უკანასკნელ სამ ტურში განცდილი ორი მარცხი მეტყველებს.

მარტინოს შეგირდები კვირას “ოსასუნას” უმასპინძლებენ, რომელთანაც პირველ წრეში დაკარგეს მნიშნველოვანი ქულები. თუმცა, “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” ფავორიტობა აპრიორულია და განხილვას არც ექვემდებარება. თანაც სტუმრებს ტრავმების გამო დე ლას კუევასი და მარკ ბერტრანი ვერ დაეხმარებიან.

 

ვილიარეალი – ბილბაო

ტურის ცენტრალური მატჩი ვილიარეალში შედგება, სადაც “ყვითლები” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებენ. უკანასკნელი ვაკანტური საჩემპიონთალიგო საგზურის მოპოვების პრეტენდენტები ერთმანეთს ორშაბათს გვიან ღამით დაუპირისპირდებიან და 28-ე ტურის პროგრამასაც დაასრულებენ.

გუნდებს შორის სხვაობა ექვსი ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბილბაო” გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად გაინაღდებს მეოთხე პოზიციას. თუმცა, ამ მატჩის შედეგით მონაწილე გუნდებზე არანაკლებ არის დაინტერესებული “რეალ სოსიედადი”. სან-სებასტიანელები “ვილიარელას” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან და “ვალენსიას” ძლევის შემთხვევაში შანსი აქვთ, რომ სერიოზულად ჩაერთონ ამ მეტად დაძაბულ ბრძოლაში.

მნიშნველოვანი მატჩის წინ საკადრო პრობელმები ორივე გუნდს აქვს. “ვილიარელს” დორადო, მუსაკიო და პაბლო ინიგესი დააკლდებიან, ხოლო “ბილაბაოს” კიკე სოლა და იბაი ვერ დაეხმარებიან.

 

15/03/14

ხეტაფე – გრანადა

ლევანტე – სელტა

რაიო ვალეკანო – ალმერია

მალაგა – რეალი

16/03/14

ატლეტიკო – ესპანიოლი

ელჩე – ბეტისი

ბარსელონა – ოსასუნა

სევილია – ვალიადოლიდი

17/03/14

სოსიედადი – ვალენსია

18/03/14

ვილიარეალი – ბილბაო

 



მსგავსი სიახლეები