WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (162329) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრემიერლიგის პრევიუ

თარიღი: მარტი 15, 2014

“მანჩესტერი – ლივერპული”, “ტოტენჰემი” – “არსენალი” და ტურის სხვა ინტრიგები ჩვენს ტრადიციულ პრევიუში. 

 

ასტონ ვილა – ჩელსი

“ვილა პარკთან” მოურინიოს სასიამოვნო მოგონებები არ აკავშირებს. ჟოზე “ჩელსისთან” ერთად “ასტონ ვილას” 4-ჯერ ესტუმრა და გამარჯვების მოპოვება ვერცერთ მატჩი ვერ მოახერხა – 3 ფრე და 1 წაგება.

ერთგვარი გაფრხილება იყო აგვისტოში ჩატარებული პირველი წრის მატჩი, როდესაც მძიმე ბრძოლაში “ჩელსიმ” გამარჯვება ივანოვიჩის გოლით მოიპოვა. მსაჯმა კი, ტერის ბოლო წუთებზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში აპატია. მოურინიომ იმ შეხვედრაში თავისი გუნდის სუსტის თამაში, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ლამბერტის ტაქტიკას დააბრალა.

მოკლედ, ბირმინგემში საინტერეო მატჩს უნდა ველოდოთ.”ჩელსის” მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.

 

მანჩესტერი – ლივერპული

მიმდინარე სეზონში ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი სიტუაცია შეიცვალა და “ლივერპული” “ოლდ ტრაფორდს” ფავორიტის სტატუსში, თანაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის რანგში ჩადის.

მერსისაიდელები დიდხანს ელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას და “ეშმაკების” საკუთარ მოედანზე გამწარების. ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებას ჯერარდი და კომპანია ნამდვილად არ აპირებენ.

მატჩამდე ორი დღით ადრე უეინ რუნიმაც აღნიშნა, რომ ასეთი ვითარება რთული ასატანია და პარტნიორებს მდგომარეობის გამოსწორებისაკენ მოუწოდა.

 

ტოტენჰემი – არსენალი

ტურის პროგრამას ჩრდილოეთ ლონდონის დერბი დახურავს. ევროთასებს “ტოტენჰემი” და “არსენალი” სინქრონულად დაემშვიდობნენ და ახლა მათი ყურადღების დიდი ნაწილი სწორედ პრემიერლიგაზეა კონცენტრირებული.

“არსენალი” ფაქტიბრივად უსანსოდ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას და კიდევ ერთხელ დაარწმუნა სკეპტიკოსები, რომ ნამდვილად გრანდობამდე “მეთოფეებს” ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ, ხოლო შერვუდის შეგირდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წელს მათი დაცვა საშინლად გამოიყურება.

 

15/03/14

ჰალი – მანჩესტერ სიტი

ევერტონი – კარდიფი 

ფულემი – ნიუკასლი

საუთჰემპტონი – ნორვიჩი

სტოკი – ვესტ ჰემი

სანდერლენდი – კრისტალ პელასი

სუონსი – ვესტ ბრომვიჩი

ასტონ ვილა – ჩელსი

16/03/14

მანჩესტერი – ლივერპული

ტოტენჰემი – არსენალი

 



მსგავსი სიახლეები