რივალდომ კარიერა დაასრულა
ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა შემტევმა რივალდომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. 41 წლის ბრაზილიელის უკანასკნელი კლუბი მშობლიორი “მოჟი-მირინი” იყო.
“ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩემთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს, ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვინც მე მხარს მიჭერდა. დღეს ჩემი ფეხბურთელის კარიერა დასრულდა, რომლის მანძილზეც იყო უამრავი სირთულე და ნეგატივი, მაგრამ გაცილებით დიდი იყო ის სიხარული, რასაც მე ფეხბურთი მანიჭებდა” – განაცხადა რივალდომ.
რივალდოს უთამაშია ისეთ ევროფულ კლუბებში როგორებიც არის: “ბარსელონა”, “მილანი”, “ოილიმპიაკოსი”. 1999 წელს კი ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.