სერია A – პრევიუ
იტალიის ჩემპიონატს ინტრიგა ყოველი ტურის შემდეგ აკლდება. საჩემპონო რბოლა ფაქტობრივად დასრულებულია. ასევე თითქმის ცნობილია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდების ვინაობაც.
ვერონა – ინტერი
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მე-5 და მე-7 პოზიციაზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. “ინტერმა” ბოლო დროს თამაში გამოასწორა. მართლაია, ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა მთავარი შედეგია, რომელიც “ინტერს” ბოლო მატჩებში ჰქონდა. რაც მთავარია, მილანელებმა დაცვაში გამოასწორეს თამაში.
“ვერონა” “ინტერს” 4 ქულით ჩამორჩებდა. მანდორლინის გუნდს სტაბილურობა აკლია. ბოლო დროს კი, აშკარაა შეტევის ხაზის პრობელმა. ვერონელებს გოლი უკვე ორი ტურია არ გაუტანიათ.
მილანი – პარმა
“მილანს” სეზონის გადარჩენის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს. ჩემპიონთა ლიგას “როსონერი” სამარცხვინოდ გამოეთიშა, ხოლო სერია ა-ში ევროზონამდე ზეედორფის გუნდს 9 ქულა აშორებს. რა თქმა უნდა, ეს კატასტროფული სხვაობა არ არის, მაგრამ “მილანის” თამაშის გათვალისწინებით მისი აღმოფქვრა რთული იქნება.
“პარმას” უკვე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც შესანიშნავი შედეგია. პირველ წრეში კი “მილანი” პარმელებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა. თუმცა, “სან სიროზე” “პარმას” 1996 წლიდან არ მოუგია.
ჯენოა – იუვენტუსი
საჩემპიონო საკითხი იტალიაში ფაქტობრივად მოხსნილია. “იუვენტუსის” ტრიუმფში ეჭვი არავის აღარ ეპარება. გასული ტურის შემდეგ “რომასთან” სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა, რაც ძალიან დიდი ფორაა. ამასთან ერთად საქმე იმაშიც არის, რომ ტურინული კლუბის გაჩერება იტალიაში არავის არ შეუძლია. “ზებრებს” 190მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რომელიც სწორედ “ჯენოასთან” მატჩით დაიწყო.
მიმდინარე სეზონში “ჯენოა” მაღალი მიზნებისთვის არ იბრძვის, თუმცა არც გავარდნის საფრთხე ემუქრება. “იუვესთან” ერთადერთი უპირატესობა ის იქნება, რომ გენუელები მატჩს დასვენებულები ხვდებიან. დიდი ალბათობით კონტე გარკვეულ როტაციას მიმართავს.
15/03/14
16/03/14
17/03/14
18/03/14