პირველი ეტაპის ბოლო ტური
დღეს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის უკანასკნელი ტური გაიმართება. ექვსეულში მოსახვედრ ბრძოლას “მეტალურგი” და “დილა” აგრძელებენ.
პირველი წრე: 1-2
16 მარტი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00
მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)
ივანწმინდაში “ჩიხურა” განახლებულ სტადიონზე უმასპინძლებს ქუთაისის “ტორპედოს”. გასულ ტურში ორივე გუნდი დამარხდა. საჩხერელებმა “გურიასთან” წააგეს და ამ მატჩს დიდი აჟიოტაჟი მოჰვა. საფეხბურთო სამყაროში აქტიურად მუსირება ის აზრი, რომ ამ შეხვედრაში ბოლომდე არ იყო დაცული “სამართლიანი თამაშის” წესები.. ერთი სიტყვით, ყველაფერი ექვსეულში, ჩიხურა-გურიას მატჩის დროს გამოჩნდება.
სკანდალური იყო “ტორპედოს” ბოლო შეხვედრაც, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი დაიწერა და ზედმეტა ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ.
დისკვაიფიკაციის გამო ორივე გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დააკლდებათ, ზემო იმერლები კაპიტნის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ოდიკაძის გარეშე იასპარეზებენ. ქუთაისლებს კი, ბექა ტუღუში დააკლდებათ.
„დინამო თბილისი” – „მეტალურგი”
პირველი წრე: 0-0
16 მარტი, თბილისი, „დინამო არენა“
მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, გ.ელიკაშვილი, ო.ხეცაძე (სათადარიგო)
“დინამო არენაზე” ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი შედგება. ექვსეულისთვის მებრძოლ “მეტალურგს” აუცილებლად სჭირდება გამარჯვების მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში კილასონიას გუნდის ბედი “მერანი” – “დილას” მატჩზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, რუსთავული გუნდის არც თ ისე კარგი თამაშის გათვალისწინებით, დადებითი შედეგის მიღწევა “დინამო არენაზე” ძალიან რთული იქნება. თანაც, ბოლო პერიოდში დინამოელებმა საკუთარი თამაში იპოვეს, რაც ქუთაისური მატჩის 58 წუთშიც ნათლად გამოჩნდა.
პირველი წრე: 0-0
16 მარტი, თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 15:00
მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.ფიფია, გ.ჩიგოგიძე, ა.ბასლეჰლო
“მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ბოლნისის “სიონი” “ზესტაფონს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა მიმდინარე სეზონის პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ზედა ექვსეულში თამაში გაინაღდა. თუმცა, როგორც ჩანს “ზესტაფონი” ამით არ დაკმაყოფილდება და უფრო მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებს, რაც მარგველების შემადგენლობის გათვალისწინებით საკმაოდ ლოგიკურიც არის.
პირველი წრე: 3-0
16 მარტი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 15:00
მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ლ.ვარამიშვილი, ბ.ნინუა (1დამ. ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (2 დამ. ასისტენტი), ჯ.ხორავა (სათადარიგო)
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება სამტრედიაში, სადაც “მერანისთვის” საშინაო არენად ქცეულ “ეროსი მანჯგალაძეზე” გორის “დილა” ჩავა სტუმრად და ექვსეულში მოსახვედრად გადამწყვეტ ბრძოლას გამართავს.
თუმცა, აუსტაიდერთან გორელებს გარანტირებული სამი ქულა არ აქვთ. გასულ ტურში “მერანელებმა” ზესტაფონში დაამტკიცეს, რომ ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.
პირველი წრე: 3-1
16 მარტი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 15:00
ჩემპიონატის განახლებიდან “სპარტაკმა” 3-დან 2 მატჩი მოიგო და გასავარდნი ზონიდანაც ამოვიდა. “ვეტერინარები” კი 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ და გარდა იმისა, რომ ექვსეულში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგეს, სახიფათო ზონასაც მიუახლოვდნენ.
“მცხეთა პარკზე” გასამართი შეხვედრა, მოტივაციის მხრივ უფრო კაჭარავას გუნდისთვის არის მნიშნველოვანი. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მატჩი ნამდვილი ბრძოლა შედგება.
პირველი წრე: 1-0
16 მარტი, განმუხური, ცენტრალური სტადიონი, 15:00
მსაჯები: ხ.გაგნიძე, ზ.ბერულავა, ს.სპიცინი, თ.ხუჭუა (სათადარიგო)
გურულებმა გასულ ტურში ექვსეულში გაინაღდეს თამაში, რითაც მთელი სეზონი პროგრამა – უმაღლეს ლიგაში დარჩენის საკითხი გადაწყვიტეს. ზუგდიდელებს კი, დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად სჭირდებათ სამი ქულა და სავარაუდოდ მოიპოვებენ კიდეც. დარასელიას გუნმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტთან წააგო და დღეს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ეცდება სიტუაციის ოდნავ მაინც გამოსწორებას.