კვირის კარიკატურები — დასჯილი ბენდტნერი, ბედნიერი ვან პერსი, პელეგრინის დეჟა ვუ, უმდიდრესი მოთამაშეები
ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაჰკრა ფეხი და კოპენჰაგენში გაემგზავრა, რამაც კლუბის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აღშფოთება გამოიწვია.
ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი დანიელმა ფორვარდის დაჯარიმებას აპირებს. ჯარიმის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბენდტნერი კოპენჰაგენში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს.
„მას სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება. არავის არ მიუცია მისთვის კოპენჰაგენში გამგზავრების ნება. ამის გამო მას დავაჯარიმებთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლთან მომხდარ ინციდენტს, არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, არც თავად ბენდტნერთან არ მისაუბრია ამის შესახებ. ერთადერთი ის ვიცი, რომ კოპენჰაგენში მას არაფერი არ ესაქმებოდა“, – ვენგერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.
ამ თემას ეძღვნება ომარ მომანის ეს კარიკატურა.
უცხოური პრესის წარმომადგენლები დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ რობინ ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თავს არაკომფორტულად გრძნობდა და კლუბიდან აბარგებასაც აპირებდა, თუმცა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეს სიტყვები გააქარწყლა.
„სიმართლე ის გახლავთ, რომ მე კლუბში ძალიან ბედნიერი ვარ. ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და აქ უფრო დიდხანსაც სიამოვნებით დავრჩებოდი. სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომელიც მედიის საშუალებით ვრცელდება. ბედნიერი ვარ ასეთი თანაგუნდელებით, მწვრთნელითა და სამწვრთნელო შტაბით“, – ვან პერსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ჰოლანდიელი თავდამსხმელის სწორედ სიტყვები გახდა კარიკატურისტ მომანის შთაგონების წყარო.
ომარ მომანის მომდევნო კარიკატურა უკვე ჩემპიონთა ლიგის თემას ეხება. როგორც მოგეხსენებათ, ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტი“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა მხრიდან ორივე შეხვედრაში თავი ლეო მესიმ და დანიელ ალვესმა გამოიჩინეს. გარდა ამისა, ორივე მატჩში გააძევეს მოედნიდან „სიტის“ ფეხბურთელი – პირველ ჯერზე წითელი ბარათი მარტინ დემიკელისმა მიიღო, მეორე ჯერზე კი – პაბლო ზაბალეტამ.
სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Goal.com მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარ მოქმედ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.
რეიტინგს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უდგას სათავეში, რომელსაც „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი მოსევს, მესამე ადგილზე ლონდონის „ჩელსის“ შემტევი სამუელ ეტოო გახლავთ.
სრული სია ასე გამოიყურება:
1. |
კრიშტიანუ რონალდუ |
(„რეალი“) |
148 მლნ ევრო |
2. |
ლიონელ მესი |
(„ბარსელონა“) |
146 მლნ ევრო |
3. |
სამუელ ეტოო |
(„ჩელსი“) |
85 მლნ ევრო |
4. |
უეინ რუნი |
(„მანჩესტერ იუნაიტედი“) |
84 მლნ ევრო |
5. |
კაკა |
(„მილანი“) |
82 მლნ ევრო |
6. |
ნეიმარი |
(„ბარსელონა“) |
80 მლნ ევრო |
7. |
რონალდინიო |
(„ატლეტიკო მინეირო“) |
78 მლნ ევრო |
8. |
ზლატან იბრაჰიმოვიჩი |
(„პსჟ“) |
69 მლნ ევრო |
9. |
ჯანლუიჯი ბუფონი |
(„იუვენტუსი“) |
63 მლნ ევრო |
10. |
ტიერი ანრი |
(„ნიუ იორკ რედ ბულსი“) |
57 მლნ ევრო |
ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com