სერია A – მიმოხილვა
კასანოს დუბლი, “ინტერის” გამარჯვება ვერონაში და ტურინული 3 ქულა გენუაში იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში.
“პარმას” ტრიუმფი მილანში
როგორც მოსალოდნელი იყო, “მილანისა” და “პარმას” მატჩი ტურის მშვენებად იქცა. შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაძაბული და მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. მეხუთე წუთზე მილანელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. აბიატიმ საკუთარ საჯარიმოში სკელოტოს წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა. ესიენის ნაცლვად მოედანზე შემოსულმა მარკო ამელიამ, 11-მეტრიანის მოგერიება ვერ მოახერხა – კასანოს დარტყმა ზუსტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, იმავე კასანომ კიდევ ერთხელ აიღო “მილანის” კარი და დუბლი გაიფორმა.
მილანელთა დაცვისგან განსხვავებით, შემტევები დანებებას არ აპირებდნენ. ზეედორფმა მოედანზე რამი შემოუშვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ბალოტელილმ კი, პენალტის გატანა მოახერხა და ანგარიშიც გათანაბრდა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სულ ცოტაც და “მილანი” გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ… ასეთ მოსაზარებას კატეგორიულად არ დაეთახნმა ამაური და თავისი “პროტესტი” ქუსლით გატანილი ულამაზესი გოლით გამოხატა. დარჩენილ წუთებში პარმელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს “მილანის” კარის აღება და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 2:4.
ინტერის წარმატებული სერია
ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ “ინტერს” ვერონაში ელოდა არც თუ ისე სასიამოვნო მატჩი. თუმცა, მილანელებმა პალასიოს და ჯონათანის გოლებით მოახერხეს სასურველი შედეგის მიღწევა. ინტერის საქმეები ბოლო დროს მართლაც კარგად მიდის და გუნდი საკუთარ თამაშს პოულობს, რაც დიდწილად მათი ახალწვეულის, ერნანდესის დამსახურებაც არის. “ვერონა” კი, ისე ვეღარ ახარებს საკუთარ გულშემატკივარს, როგორც ეს გათამაშების პირველ წრეში იყო. მარტში მანდორლინიგ გუნდს გოლიც კი არ აქვს გატანილი, რაც საგანგაშოა..
მატჩის შემდეგ, შედეგით კმაყოფილმა “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა დაცვის ხაზის თამაში გამოარჩია.
ვეტერანების გამარჯვება
“ჯენოამ” “იუვენტუსთან” მატჩი საკმაოდ აგრესიულად დაიწყო და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირა, რამაც თავიდან ტურინელები ცოტა არ იყოს დააბნია კიდეc. ამასთან ერთად, აღსანიშნავია საკმაოდ უცნაური მსაჯობაც. მაცონელიმ 28 წუთში მასპინძლების ოთხი მოთამაშე გააფრხილა, ოსვალდოს გოლი არ ჩათვალა და ანტონელის ხელით თამაშის გამო პენალტი არ დანიშნა “ჯენოას” კარში. თუმცა, ანალოგიურ სიტუაციაში “იუვენტუსის” კარის მიმართულებით 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბუფონმა აუღელვებლად მოიგერია.
მატჩის მიწურულს სამქეში ტურინელთა კიდევ ერთი ვეტერანი ჩაერთო. პირლომ 89-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და “იუვენტუსს” მორიგი გამარჯვება მოუტანა.
15/03/14
გოლები: პალასიო 13′ ; ჯონათანი 63′
16/03/14
გოლები: კარმონა 36′ ; ბონავენტურა 42′ ; დენისი 57′
გოლები: ბენასი 46′ (1:0); პაულინიო 53′ (2:0); კრისტოდოლოპულოსი 86′
გოლები: ბერგესიო 30′ (0:1); ზაზა 56′ (1:1); მისიროლი 61′ (2:1); სანსონე 89′ (3:1)
გოლები: ლულიჩი 19′ ; კეიტა 69′
გოლები: კასანო 9′ (0:1); კასანო 51′ (0:2); რამი 56′ (1:2); ბალოტელი 76′ (2:2); ამაური 78′ (2:3); ბიაბიანი 90′ (2:4)
გოლები: კუარდადო 11′ (1:0); მატრი 39′ (2:0); პალოსკი 62′ (2:1); გომესი 89′ (3:1)
გოლი: პირლო 89′
17/03/14
გოლი: იგუაინი 90′
18/03/14
გოლები: ტოტი 22′ (1:0); დესტრო 30′ (2:0); პინცი 51′ (2:1); ტოროსიდის 69′ (3:1); ბასტა 80′ (3:2)