WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (163163) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

თარიღი: მარტი 18, 2014

მესის ახალი რეკორდი და მადრიდული კლუბების მინიმალური გამარჯვებები პრიმერას 28-ე ტურში. 

მორიგი რეკორდი

მესიმ პაულინო ალკანტარას რეკორდი გააუმჯობესა. ახლა არგენიტნელის ანგარიშზე “ბარსას” შემადგენლობაში უკვე 370 გოლია. ბუნებრივია, მესი ამ შედეგზე არ გაჩერდება. 400 გოლამდე არც თუ ისე ბევრია დარჩენილი.

“ოსასუნას” “ბარსელონამ” ძალიან ადვილად და ძველებური სიმსუბუქით მოუგო. მარტინოს პამპლონელებთან ჩატარებული კარგი მატჩი “კლასიკოს” წინ იმედებს აძლევს. “ბარსას” ყველა ლიდერმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა ნეიმარი, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან არც წამომდგარა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრაზილიელი “რეალთანაც” არ ითამასებს – ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დასაფიქრებელია…

 

მადრიდული გამარჯვებები

“რეალი” 2014 ქულებს პრაქტიკულად არ კარგავს. კარლო ანჩელოტის გუნდი მხოლოდ “ალეტიკოსთან” ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. თუმცა, გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებას, ჩვეული დამაჯერებლობა აკლდა. მატჩის ბედი 23-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა, რის შემდეგაც “რეალმა” უკან დაიხია და მატჩის მსვლელობას “მალაგა” უფრო აკონტროლებდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

თავისი მატჩი კიდევ ერთმა მადრიდულმა კლუბმა, “ატლეტიკომაც” მოიგო. სიმეონეს შეირდებმა საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” უმასპინძლეს და დიეგო კოსტას ზუსტი დარტყმით მოიპოვეს მორიგი სამი ქულა.

 

5 ფაქტი მორიგი ტურის შესახებ

მესიმ “კამპ ნოუზე” “ოსასუნასთან” გამართლ 4 უკანასკნელ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

“ბეტისმა” “ელჩესთან” მატჩში კარში სულ 9-ჯერ დაარტყა, რაც კალდერონის თავკაცობით გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია.

“რეავლმა” მიმდინარე სეზონშ ანდალუსიურ კლუბებთან ოთხივე თამაში მოიგო საერთო ანგარიშით 12:0.

“რეალი” წაუგებელი სერია პრიმერაში უკვე 17 მატჩს შეადგენს.

გაბი “ატლეტიკოს” ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 1000-ზე მეტი გადაცემა შეასრულა.

 

15/03/14

ხეტაფე 3-3 გრანადა

გოლები: მარიკა 6′ (1:0); რიკი 35′ (1:1); ლოპესი 38′ (2:1); ელ-არაბი 62′ (2:2); ლაფიტა 72′ (3:2); ელ-არაბი 77′ (3:3)

ლევანტე 0-1 სელტა

გოლი: ნოლიტო 19′ 

რაიო ვალეკანო 3-1 ალმერია

გოლები: ბუენო 38′ (1:0); ლარივეი 57′ (2:0); სორიანო 72′ (2:1); ლარივეი 77′ (3:1)

მალაგა 0-1 რეალი

გოლი: რონალდუ 23′ 

16/03/14

ატლეტიკო 1-0 ესპანიოლი

გოლი: დიეგო კოსტა 55′ 

ელჩე 0-0 ბეტისი

ბარსელონა 7-0 ოსასუნა

გოლები: მესი 18′ ; სანჩესი 22′ ; ინიესტა 34′ ; მესი 63′ ; ტელიო 78′ ; მესი 88′ ; პედრო 90′

სევილია 4-1 ვალიადოლიდი

გოლები: რაკიტიჩი 23′ (1:0); გამეირო 40′ (2:0); გამეირო 66′ (3:0); დიოგო ფიგუერასი 74′ (4:0); ხავი გუერა 77′ (4:1)

17/03/14

სოსიედადი 1-0 ვალენსია

გოლი: აგირეჩე 61′ 

18/03/14

ვილიარეალი 1-1 ბილბაო

გოლები: პინა 47′ (1:0); ადურისი 83′ (1:1)

 



მსგავსი სიახლეები