ტოჩი ჩემპიონობას მიუახლოვდა, გაგა – მაკე-კოშს

თარიღი: მარტი 21, 2014

ძალიან ლამაზი, დაძაბული და სანახაობრივი ორთაბრძოლებით დახუნძლული გამოდგა მე-12 დღე ჰარუ ბაშოზე. თუმცა, ვიდრე მათ მიმოხილვას შევუდგებოდე, გეტყვით, რომ ბულგარელმა ექს-ოძეკიმ და ამჟამად სეკივაკეს წოდების მატარებელმა, 31 წლის კოტოოშუმ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა, თავისი სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე.
კალოიან მახლიანოვმა პროფესიულ დოჰიოზე 2002 წლის ნოემბერში დადგა ფეხი და პირველი ევროპელი სუმოისტი გახდა, ვინაც ოძეკის საპატიო წოდება მიიღო. სხვათა შორის, ეს მან რეკორდულად მოკლე დროში მოახერხა – მაე-ძუმოდან (სუმოს საწყისი ლიგა) ოძეკის ტიტულამდე გზის გასავლელად კოტოოშუს მხოლოდ 19 ბაშო დასჭირდა, ანუ ზუსტად 3 წელი და 2 თვე.
2008 წლის მაისის ბაშო ყველაზე გამორჩეული გახდა ბულგარელის კარიერაში – მან იმპერატორის თასი მოიგო და პირველი ევროპელი რიკიში გახდა, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია.
202 სმ. სიმაღლის კოტოოშუ 8 წლის მანძილზე ამაყად ატარებდა ოძეკის საპატიო ტიტულს. ხრიშმა ტრავმებმა კი მეტი წინსვლის საშუალება არ მისცა ბულგარელს და მისი კარიერის დასრულებაშიც ძალიან დიდი “წვლილი” დაიდო. 11-წლიანი (ოდნავ მეტი) ასპარეზობის თავზე კოტოოშუმ სულ 68 ბაშოზე მიიღო მონაწილეობა, ჩაატარა 864 ორთაბრძოლა, საიდანაც 537-ში გამარჯვება იზეიმა. მაკუუჩი დივიზიონში იყო 1-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ ფლობდა შუკუნ-შოს (სანახაობრივი ბრძოლებისთვის დაწესებულ პრიზს) და 3-ჯერ კანტო-შოს (მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებულ პრიზს). ასევე თითოჯერ გახდა ჩემპიონი ჯურიოს, მაკუშიტასა და ჯონოკუჩის დივიზიონებში.
კარიერის დასრულების შემდეგ კოოტოშუ რჩება თავის კლუბში (სადოგატაკე) და უმცროს მწვრთნელად იმუშავებს.
დღევანდელმა დღემ ჰარუ ბაშოზე ერთპიროვნული ლიდერი დაგვიტოვა, იოკოძუნა ჰაკუჰოს სახით, ვინაიდან და რადგანაც მეორე იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ პირველი მარცხი იწვნია ტურნირზე. “მზიური ცხენი” საკუთარ თანამემამულე ოძეკი კაკურიუსთან დამარცხდა (ოკურიდაშით), რომელიც იოკოძუნას წოდების მისაღებად იბრძვის. ამისთვის კი “ყანჩა-დრაკონს” მიმდინარე ბაშოს მოგება სჭირდება, თანაც ისე, რომ აქტივში მინიმუმ 13 გამარჯვება ქონდეს. ამჟამად კი მის ბალანსში (ისევე როგორც ჰარუმაფუჯის) 11 მოგება და 1 მარცხია.
რაც შეეხება ჰაკუჰოს, მან თავისი მე-12 გამარჯვება იაპონელ ოძეკი კისენოსატოსთან მოიპოვა. ჰაკუჰო-კისენოსატოს ჯახმა “ტრადიცია” არც ამჯერად დაარღვია და პუბლიკას კიდევ ერთხელ შესთავაზა დაძაბულობით სავსე შოუ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “თეთრმა ფენიქსმა” ძალიან აგრესიულად იბრძოლა და უშანსოდ მოუგო იაპონელ ოძეკის. მან კისენოსატო ოშიტაოშის ილეთით გადაისროლა დოჰიოდან.
დღის კიდევ ერთი მშვენება გამოდგა იაპონელთა ახალი იმედის, პირველი მაეგაშირა ენდოსა და იაპონელი კომუსუბი შოჰოძანის დაპირისპირება. ახალბედა ენდომ ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინა, რამოდენიმე ეპიზოდში ლამის უშანსო მდგომარეობიდან დაიძვრინა თავი და საბოლოოდ, იორიკირით გაიყვანა ქარიზმატული შოჰოძანი ტავარას (დოჰიოს ხაზი) მიღმა. ამ შერკინების შესახებ ჩვენი ვიდეო მიმოხილვების ავტორმა, კინტამაიამამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “თუკი შემდეგში ვინმე იდიოტი დაგცინებთ სუმოს სიყვარულის გამო, აჩვენეთ მას ეს ბრძოლა!”
სანახაობრივად გამორჩეული შერკინება შემოგვთავაზეს ბულგარელმა გოლიათმა, აოიამამ და ეგვიპტელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ოსუნაარაშიმ, რომელიც ტრავმით გამოწვეული 2-დღიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა დოჰიოს. მიუხედავად ეგვიპტელის აგრესიული ბრძოლისა, გამოცდილებით მაღლა მდგომმა ბულგარელმა გაუძლო მეტოქის იერიშებს და უცაბედი ჰატაკიმოით დასცა იგი დოჰიოზე.
ყოვლად ამოუხსნელად, კვლავ მარცხი იწვნია დღეს ჩვენმა გაგამარუმ, იაპონელ მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან. ეს სუმოისტი, მერწმუნეთ, არაფრით არ გახლავთ გამორჩეული, თუმცა გაგასთვის ჯერ-ჯერობით აუღებელ ციხედ იქცა. ჩვენებურმა მე-4 ორთაბრძოლა გამართა დღეს ამ იაპონელთან და ამჯერადაც დამარცხდა. ტაკარაფუჯი ქართველ გოლიათს ხელიდან დაუსხლტა, უკნიდან შემოუბრუნდა და ოკურიდაშით გაიყვანა დოჰიოდან.
შედეგად, გაგამარუს ბალანსში უკვე 7 მარცხია, 5 მოგების წილ და ერთი ნაბიჯი აშორებს მაკე-კოშამდე (უარყოფითი ბალანსი). ამისგან თავის დასაღწევად კი სამივე დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება მას.
მომდევნო შერკინება მე-9 მაეგაშირად განთესილ ქართველ გოლიათს მონღოლ მე-14 მაეგაშირა, აძუმარიუსთან ექნება, რომელსაც ასევე ერთი ნაბიჯი აშორებს მაკე-კოშისგან (5-7). გაგამარუ მონღოლს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და ოშიდაშით ყავს დამარცხებული.
მაკუშიტა დივიზიონში დღეს ორთაბრძოლა არ გაუმართავს 55-ე ნომრად განთესილ ლევან გორგაძეს. ხვალ კი მას ფინალური შერკინება ელის დივიზიონის 24-ე ნომერ, იაპონელ მუსაშიუმისთან. ეს 33 წლის იაპონელი რიკიში და ჩვენი ტოჩინოშინი 6-6 მოგებით ლიდერობენ მაკუშიტას და სწორედ მათ შორის გამარჯვებული გახდება რანგით მე-3 დივიზიონის ჩემპიონი.
მუსაშიუმიზე ორი სიტყვით გეტყვით, რომ 1997 წლიდან დგას დოჰიოზე და 102-ე ბაშოს ატარებს კარიერაში. თუმცა, მაქსიმალური რეიტინგი, რისთვისაც მიუღწევია, ეს არის მაკუშიტას მე-6 ნომრობა, ხოლო ერთადერთხელ ფლობდა ჯონიდანის (რანგით მე-5 დივიზიონის) ჩემპიონის ტიტულს.
ასე რომ, ტოჩის ძალიან კარგი შანსი აქვს, ტრავმის შემდეგ პირველივე ბაშოზე ჩემპიონობა იზეიმოს… მართალია, რანგით მე-3 დივიზიონში, თუმცა ჩემპიონობა ყველგან დასაფასებელი და გასახარელია.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ბიჭებს!

ამირან ურუშაძე

 



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა